ბილაინი კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

პორტალის მეშვეობით კომპანიები თავად გეგმავენ და მართავენ სმს კამპანიებს.

საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის“ წევრი, ბილაინი კომპანიებს ახალ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ახლადდანერგილი სმს პორტალის მეშვეობით, რომელიც Big Data-ს ამუშავებს, მაქსიმალური სიზუსტით გამოავლინონ   მათთვის საინტერესო სამიზნე სეგმენტი და სმს-ით მიაწოდონ მათზე მორგებული ინფორმაცია. პორტალი სრულად შეიქმნა ბილაინის გუნდის მიერ და პროდუქტის მუშაობის პრინციპი მდგომარეობს ინფორმაციის ზუსტად დამუშავებასა და შემდგომ, მის მიზნობრივად გამოყენებაში.

პორტალის მეშვეობით კომპანიას თავად შეუძლია მისთვის სასურველი სახელით გააგზავნოს ჯგუფური შეტყობინებები მომხმარებელთა სასურველ რაოდენობასა და ლოკაციაზე, შეამოწმოს გაგზავნილი კამპანიის სტატუსი, დაგეგმოს კამპანიები და იხილოს უკვე ჩატარებული კამპანიების შედეგები. კამპანიის დაგეგმვის მომენტში, კომპანიას შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს ფილტრაცია ერთდროულად რამდენიმე მონაცემის მიხედვით: კომპანიის საკუთარ მომხმარებელთა ბაზა; საქართველოს ნებისმიერი  რეგიონი (შესაძლებელია რამოდენიმე რეგიონის ერთდროულად არჩევა); თბილისის ნებისმიერი უბანი (შესაძლებელია რამოდენიმე უბნის ერთდროულად არჩევა); სმარტფონის ტიპის  მიხედვით ფილტრაცია ბილაინის სრულ ბაზაზე; გასაგზავნი სმს -ის რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, კომპანია ვერ ახდენს აბონენტების იდენტიფიცირებას და Big Data -ს მონაცემებიც  სრულად დეპერსონიზირებულია.

პორტალი იძლევა დაწყებული კამპანიის შეჩერების, საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირებისა და შემდგომ კამპანიის გაგრძელების შესაძლებლობას. პორტალშივე ხდება ინვოისის გენერირება ფილტრაციისა და სმს-ების რაოდენობის მიხედვით, სისტემით  სარგებლობა კი ერთდროულად შეუძლია კომპანიის რამდენიმე თანამშრომელს, ისევე როგორც კამპანიების დაგზავნა  სხვადასხვა ბრენდის სახელწოდებით.

ჩვენ გირჩევთ

Google-ი მომხმარებელს Chrome-ის განახლებულ ვერსიას სთავაზობს

Tesla პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელია

Google-ი მომხმარებელს Chrome-ის განახლებულ ვერსიას სთავაზობს

Google-ი მომხმარებელს Chrome-ის განახლებულ ვერსიას სთავაზობს

წინა სტატია

Japan debuts new bullet train that can run during an earthquake
03 July, 2020

შემდეგი სტატია

WIZZ AIR ANNOUNCES A NEW BASE IN LVIV
03 July, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker