Wizz Air-მა მეორე ბაზა ლვოვში გახსნა

უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა 1 ივლისს მეორე ბაზა ლვოვში გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ივლისის თევში დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ლვოვის Danylo Halytskyi-ის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისებს ხუთი მიმართულებით შეასრულებს. ესენია: დანია, ესტონეთი, პორტუგალია, გერმანია, პოლონეთი.

უკრაინის ინფრასტუქტურის სამინისტროს განცხადებით, Wizz Air-ის ახალი ბაზა ქვეყანაში 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას მოიტანს და 30-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

Wizz Air-ი უკრაინის ავიაბაზარზე 2008 წლიდან არის წარმოდგენილი და ამ დრომდე დაახლოებით 11 მილიონი მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უნგრულმა ავიაკომპანიამ ქუთაისის ბაზაზე ოპერირების დროებით შეჩერების და აქ ბაზირებული ორი ხომალდის ქვეყნიდან გაყვანის შესახებ განაცხადა.

ჩვენ გირჩევთ

Moderna-ს აქციები 9.4%-ით დაეცა – მიზეზი პოტენციური ვაქცინის ბოლო ეტაპის ტესტირების გადადებაა

მარკ ცაკერბერგი: Facebook არ შეიცვლება! მათ შორის არც სარეკლამო ბოიკოტის ფონზე

Moderna-ს აქციები 9.4%-ით დაეცა – მიზეზი პოტენციური ვაქცინის ბოლო ეტაპის ტესტირების გადადებაა

Moderna-ს აქციები 9.4%-ით დაეცა – მიზეზი პოტენციური ვაქცინის ბოლო ეტაპის ტესტირების გადადებაა

წინა სტატია

WIZZ AIR ANNOUNCES A NEW BASE IN LVIV
03 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

ტრადიციული სიგარეტის ეპოქის დასასრული - “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მოლოდინი
03 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker