საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეობა ხარებამ ვენახები გააშენა

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს ღვინის სექტორის წახალისებას. საქართველოს ბანკისა და  ხარება ჯგუფში შემავალი კომპანიების პარტნიორობის შედეგად ყვარლის რაიონში 225 ჰექტარი ვენახი გაშენდა. პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  პროექტის ფარგლებში 50-მდე ადამიანი უკვე დასაქმებულია სრულ შტატზე, ხოლო სეზონური სამუშაოებისთვის დამატებით საქმდება კიდევ 450 ადამიანი.

"მოხარული ვართ, რომ შპს მეღვინეობა ხარებასთან ჩვენი ნაყოფიერი პარტნიორობა გრძელდება. ამჯერად თანამშრომლობის ფარგლებში საინტერესო პროექტს ჩაეყარა საფუძველი. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ზოგადად კომპანია უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული და  მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი ტრადიციული მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. გვჯერა რომ კომპანიის მუდმივი სწრაფვა სიახლისკენ მას სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას მისცემს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, "მეღვინეობა ხარება"-ს პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომლიდანაც 1115 ჰექტარზე გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში. მეღვინეობა ხარებას აქვს შემდეგი ევროპული ჯიშის ყურძნები: კაბერნე, შარდონე, სოვინიონი, მუსკატი, პინო და მერლო. კომპანია ასევე ხელს უწყობს იმ იშვიათი ჯიშების მოშენებას, როგორებიცაა: ოცხანური საფერე, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ალადასტური, უსახელოური, ხიხვი და ქისი. კომპანიის უმთავრესი მიზანია, აწარმოოს უმაღლესი ხარისხის ღვინო ქართული და ევროპული მეთოდებით საკუთარი ვენახებიდან. არსებული ჯიშების მოშენების გარდა, მეღვინეობა ხარებას კიდევ ერთი დანიშნულებაა, დაამუშაოს უძველესი ტრადიციული ქართული ყურძნის ჯიშები.

ჩვენ გირჩევთ

Moderna-ს აქციები 9.4%-ით დაეცა – მიზეზი პოტენციური ვაქცინის ბოლო ეტაპის ტესტირების გადადებაა

ივნისში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 1.4 პროცენტით გაიაფდა

Moderna-ს აქციები 9.4%-ით დაეცა – მიზეზი პოტენციური ვაქცინის ბოლო ეტაპის ტესტირების გადადებაა

Moderna-ს აქციები 9.4%-ით დაეცა – მიზეზი პოტენციური ვაქცინის ბოლო ეტაპის ტესტირების გადადებაა

წინა სტატია

მიმდინარე კვირას მოსალოდნელი ეკონომიკური მოვლენები
06 July, 2020

შემდეგი სტატია

ბაფეტი $4 მლრდ-ად Dominion Energy-ს აქტივებს ყიდულობს
06 July, 2020
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
Hilton Apartment Start of the company's activity in Georgia
ინტერვიუ | Dec, 17, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker