ბაფეტი $4 მლრდ-ად Dominion Energy-ს აქტივებს ყიდულობს

მილიარდერ უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-ი აცხადებს, რომ ამერიკული ენერგოკომპანია Dominion Energy-ის აქტივების $4 მილიარდად ყიდვას აპირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ  Berkshire ყიდულობს 12 390 კმ სიგრძის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ხაზებს და 25,5 მლრდ კუბური მეტრის მოცულობის გაზის მარაგს.

უფრო კონკრეტულად, გარიგების შედეგად ბაფეტის კონგლომერატი შეისყიდის Dominion Energy Transmission-ს, Questar-ს მილსადენს, Carolina Gas Transmission-ს, Iroquois Gas Transmission System-ის 50%-ს და მერილენდში მდებარე თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტის Cove Point-ის 25%-ს.

თავად Dominion-ი Cove Point-ის 50%-ს შეინარჩუნებს. დანარჩენ 25%-ს კი Brookfield Asset Management-ი ფლობს.

"ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ბუნებრივი აირის ასეთი დიდი აქტივების პორტფოლიო შევმატეთ ჩვენს უკვე ისედაც ძლიერ ენერგობიზნესს“, – განაცხადა ბაფეტმა განცხადებაში.

ბაფეტის კონგლომერატი Berkshire-ი ენერგომიმართულების ბიზნესის Berkshire Hathaway Energy-ის 91,1%-ს აკონტროლებს, რომელშიც შედის MidAmerican Energy-ი, NV Energy-ი და PacifiCorp-ის ენერგოობიექტები, გაზსადენები, ქარის ენერგიის აქტივები და ელექტროენერგიის სხვა ბიზნესები კანადასა  და ბრიტანეთში.

ამ მიმართულებაზე 2019 წელს  Berkshire-ის საოპერაციო სარგებლის ($23.97 მლრდ) 12% მოდიოდა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეობა ხარებამ ვენახები გააშენა

ბილაინი კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეობა ხარებამ ვენახები გააშენა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეობა ხარებამ ვენახები გააშენა

წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეობა ხარებამ ვენახები გააშენა
06 July, 2020

შემდეგი სტატია

Buffett's Berkshire to buy Dominion Energy gas assets for $4 billion
06 July, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker