LinkedIn-მა დაასახელა 10 პროფესია, რომელთაც არ სჭირდება უმაღლესი განათლება 

LinkedIn-მა დაასახელა 10 პროფესია, რომელთაც არ სჭირდება უმაღლესი განათლება 

კორონავირუსის პანდემიამ გლობალურ შრომის ბაზარზე უდიდესი გავლენა იქონია. კრიზისის პერიოდში დაიხურა უამრავი ბიზნესი, შემცირდა სამუშაო ადგილები და შენელდა ახალი თანამშრომლების დაქირავების პროცესი.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, LinkedIn-ი აცხადებს, რომ მაგალითად დიდ ბრიტანეთში შრომის ბაზარი სამჯერ უფრო კონკურენტუნარიანი გახდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულმა სოციალურმა ქსელმა პლატფორმაზე განთავსებული სამუშაო ადგილების შესახებ მონაცემების გაანალიზებით გლობალურ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო პოზიციები გამოავლინა, რომელთაც განათლების ხარისხი არ სჭირდება.

ესენია:

  1. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი
  2. გაყიდვების წარმომადგენელი
  3. პროექტების მენეჯერი
  4. IT – ადმინისტრატორი
  5. მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
  6. ციფრული მარკეტოლოგი
  7. IT-სპეციალისტი
  8. მონაცემთა ანალიტიკოსი
  9. ფინანსური ანალიტიკოსი
  10. გრაფიკული დიზაინერი

“ვფიქრობ, ეს სამუშაო პოზიციები იმით არის კარგი, რომ ამ პოზიციებზე დასაქმებას არ სჭირდება ფორმალური განათლება, საჭირო უნარების გამომუშავება ამის გარეშეც შესაძლებელია“, – განაცხადა ჯოშ გრაფმა, რომელიც LinkedIn-ის ხელმძღვანელია დიდ ბრიტანეთში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *