შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
დადასტურებულია Grant Thornton-ის მიერ.
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა.
შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი შემცირდა კიდეც. მაგალითად, 41%-ით, 193 მილიონ ლარამდე შემცირდა მომენტალური განვადებების პორტფელი, რომელსაც მოსახლეობა ძირითადად ელექტროტექნიკის, ავეჯისა და სხვა პროდუქტების შესაძენად იყენებდა.
22.8%-ით შემცირდა ოვერდრაფტების სასესხო პორტფელი, საკრედიტო ბარათების ჯამური პორტფელი კი 17.4%-ით, 458 მილიონ ლარამდე შემცირდა. შესაბამისად, შემცირება ძირითადად შეეხო სესხებს, რომელთა ნაკადებიც რამდენიმე ათას ლარს არ აღემატება. იპოთეკების მიმართულებით კი პორტფელი 14.3%-ით გაიზარდა და მან, სებ-ის ანგარიშის მიხედვით, 6.2 მილიარდი ლარი შეადგინა.
შეცვლილი საბანკო რეგულაციების პირობებში, ბანკებმა მეტი რესურსი იურიდიული პირების დაკრედიტებაზე მიმართეს. 2019 წლის დეკემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპმა გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 16.2 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლების ტენდენციის შესაბამისია (ბოლო 3 წლის საშუალო ზრდა 17.5 პროცენტი იყო). თუმცა, სესხების ზრდის სტრუქტურა შეიცვალა. ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდის ტემპი 8 პროცენტული პუნქტით, 9.6%-მდე, შემცირდა, ხოლო იურიდიული პირების დაკრედიტების ზრდის ტემპი 7.8 პროცენტული პუნქტით, 24.3%-მდე, გაიზარდა.
საქართველოს საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის სექტორული განაწილება ასეთია: