Bvlgari გაყიდვების სრულ აღდგენას ორ წელში ელოდება

Bvlgari გაყიდვების სრულ აღდგენას ორ წელში ელოდება

ფრანგული კონგლომერატის, LVMH-ის მფლობელობაში არსებული საიუიველირო ბრენდი Bvlgari გაყიდვების აღდგენას მომდევნო 24 თვეში მოელის. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟან-ქრისტოფ ბაბინმა Bloomberg-ისთან ინტერვიუში ისაუბრა:

“მომდევნო 24 თვეში, Bvlgari დაკარგული გაყიდვების დიდი ნაწილის აღდგენას მოახერხებს; ჩვენ ბიზნესში არაფერი იკარგება, მხოლოდ დროებით იდება.”

ამასთან ერთად, ბაბინმა სასტუმროს ბიზნესის გაფართოებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პანდემია ოდნავადაც არ უშლის ხელს მის გეგმებს. მომდევნო სამი თვის განმავლობაში ბრენდი გახსნის გეგმების შესახებ განაცხადებს, რომლებშიც შედის აშშ-ის პირველი სასტუმრო და მოსკოვისა და ტოკიოს 2022/23 წლის გეგმები.

აღსანიშნავია, რომ LVMH-ს საათებიდან და სამკაულიდან შემოსული შემოსავალი პირველ კვარტალში 26%-ით შეუმცირდა. ეს დანაკარგი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დამოკიდებულია ბიზნესის ეს მიმართულება ფიზიკურ ბუტიკებზე. Bvlgari -ის ონლაინ ვაჭრობიდან შემოსული თანხა სამჯერ გაიზარდა, თუმცა ეს შემოსავლის მხოლოდ 10%-ს წარმოადგენს.

წელს LVMH-ის აქციები 3.6%-ით დაეცა. პარიზში, კომპანიის აქციები 1.8%-ით შემცირდა; ბაბინი ჩინეთში სწრაფ აღმასვლას ელოდება, რადგანაც ქვეყანაში ხელისუფლებამ მოსახლეობას დანაზოგების დახარჯვისკენ მოუწოდა. ჩინეთთან ერთად, Bvlgari -ს გაყიდვების აღდგენის ნიშნები გერმანიაშიც შეიმჩნევა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *