FDA-მ ხელის სადეზიფენქციო საშუალებაში მეთანოლი აღმოაჩინა

FDA-მ ხელის სადეზიფენქციო საშუალებაში მეთანოლი აღმოაჩინა

აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ მექსიკური წარმოშობის ხუთ სადეზინფექციო საშუალებაში ტოქსიკური ნივთიერების, მეთანოლის შემცველობა დააფიქსირა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

მეთანოლი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელსაც კანით შთანქმით ან მიღებით ორგანიზმისთვის სახიფათო შედეგი მოაქვს. მეთანოლმა ორგანიზმში მოხვედრისას გულისრევა, თავის ტკივილი, სიბრმავე, ნერვული სისტემის დაზიანება და შესაძლოა სიკვდილიც გამოიწვიოს.

ორი კვირის წინ FDA-მ კიდევ ცხრა სადეზინფექციო საშუალება აღმოაჩინა მავნე ნივთიერებებით, ყველა მექსიკის ტერიტორიაზე იყო დამზადებული.

FDA ექიმთან კონსულტაციისკენ მოუწოდებს მათ, ვისაც ამ საშუალებებთან ოდესმე შეხება ჰქონია.

აღნიშნული სადეზინფექციო საშუალებებია:

  • Grupo Insoma-ს სანიტაიზერი 
  • Transliquid Technologies-ის სანიტაიზერი
  • Soluciones Cosmetica-ს სანიტაიზერი
  • Soluciones Cosmeticas Antiseptic Alcohol 70% სანიტაიზერი
  • Tropicosmeticos’ Britz სანიტაიზერი.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ ვირუსის ასარიდებლად საუკეთესო გზა ხელების ჰიგიენის დაცვაა. ცენტრი ურჩევს ყველას, რომ შეიძინოს სადეზინფექციო საშუალება, რომლის შემადგენლობაში ან 60% ეთანოლია, ან 70% იზოპროპანოლი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *