ბაფეტი $2.9 მლრდ-ს წელს ქველმოქმედებისთვის გაიღებს

ბაფეტი $2.9 მლრდ-ს წელს ქველმოქმედებისთვის გაიღებს

Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მილიარდერმა უორენ ბაფეტმა ახალი დონაციის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის ხუთ საქველმოქმედო ორგანიზაციას აქციებით დაახლოებით $2,9 მილიარდს ურიცხავს. საქველმოქმედო ორგანიზაციებს შორის ბილ და მელინდა გეითსების ფონდი, მისი პირველი ცოლის სუზან ტომსონ ბაფეტის მიერ დაარსებული ფონდი, და ბაფეტის სამი შვილის მიერ დაარსებული სამი ფონდია.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა მილიარდერმა 2006 წლის შემდეგ $37 მილიარდის ოდენობის დონაცია განახორციელა. ბაფეტი ერთ-ერთია იმ უმდიდრეს ადამიანებს შორის, რომლებიც პირობას დებენ, რომ მისი ქონების უმრავლესობას სწორედ საქველმოქმედო მიზნებს მოახმარენ.

უორენ ბაფეტმა ბოლო ყველაზე მსხვილი დონაცია – $3.61 მილიარდის ოდენობით გასულ წელს განახორციელა.

Forbes-ის მონაცემებით, ბაფეტის ქონება $71,8 მილიარდია, რის გამოც ის მსოფლიოში რიგით მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანია. მას რეიტინგში ჯეფ ბეზოსი, ბილ გეითსი და ბერნარ არნო უსწრებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *