ამერიკის მეგობართა კლუბმა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გამართა

ამერიკის მეგობართა კლუბმა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გამართა

აშშ-ის დამოუკიდებლობის და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების 244-ე წლისთავის აღსანიშნავად, სასტუმრო ამბასადორის ღია ტერასაზე გაიმართა საზეიმო მიღება, რომლის ინიციატორიც ტრადიციულად არის ამერიკის მეგობართა კლუბი და მისი პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი.

მსოფლიოში COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის და  ადამიანთა მასობრივ თავშეყრაზე გარკვეული შეზღუდვების გამო წლევანდელი სადღესასწაულო ღონისძიება, დღეს არსებული სოციალური უსაფრთხოებაზე მორგებული წესების სრული დაცვით განხორციელდა.  

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, აშშ-ის საელჩოს და საქართველოში აკრედიტებული სხვა ქვეყნების დიპლომატები, ასევე პარლამენტის წევრები. წვეულებაზე საპატიო სტუმრების სტატუსით მოწვეულები იყვნენ: აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოფიცრები, რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრის ხემძღვანელი პაატა იმნაძე და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. ასევე

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა და აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთრინ შვეიცერმა. ამერიკელმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მეგობართა კლუბს,  დამოუკიდებლობის დღის საქართველოში აღნიშვნისთვის და ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ მეგობრობაზე.

          

ილია ზუკაკიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია 4 ივლისი ყველა იმ ქვეყნისთვის ვისთვისაც დამოუკიდებლობა, დემოკრატია და თანასწორობა, თანდაყოლ ფასეულობებს წარმოადგენს პიროვნული თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე. მან ასევე აღნიშნა რომ ამერიკის მეგობართა კლუბს ააქვს მშვენიერი შესაძლებლობა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში ქართველი ხალხის სახელით  მიუილოცოს ამერიკელებს ეროვნული დღეასასწაული და ურყევი მეგობრობის მესიჯი გაუგზავნოს მათ საქართველოსთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის, ერთგულებისთვის და უწყვეტი მხარდაჭერისთვის.

სიტყვით გამოსვლისას, ილია ზუკაკიშვილმა მადლობა გადაუხადა სააფთიაქო ქსელს PSP, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიების განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და აღნიშნა, რომ კომპანია PSP გასული წლების მსგავსად აქტიურად არის ჩართული ქართულ ამერიკული მეგობრობის გაძლიერების პროცესში. სწორედ ამ მიზნით, კომპანია PSP წელსაც ტრადიციისამებრ შეუერთდა ამერიკელი მეგობრების მთავარ ეროვნულ დღესასწაულს და კვლავ გახდა 4 ივლისის მთავარი პარტნიორი და ძირითადი მხარდამჭერი.

სასტუმრო ამბასადორის ღია ტერასა მორთული იყო აშშ-ის დროშის ფერებში, სადაც ნამდვილი ამერიკული გარემო და უამრავი დადებითი ემოცია სუფევდა. ოფიციალური ნაწილის ფარგლებში, ქართველმა მომღერალმა ანი ტუღუშმა, მუსიკალური არანჟირების გარეშე ცოცხლად შესრულა აშშ-ის და საქართველოს ჰიმნი, რამაც სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე წვეულებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ქართული ტრადიციისამებრ, ღვინით მიულოცეს ამერიკელ ხალხს ეროვნულ დღესასწაული და დალოცეს ქართულ ამერიკული მეგობრობა.

წვეულების სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად გათამაშდა 4 ივლისის იღბლიანი ლატარია, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულებს გადაეცათ ღონისძიების სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრები. ასევე, წვეულების პარალელურად გაიმართა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მხარდამჭერი კომპანიების მადლობის სიგელით დაჯილდოვების ცერემონია.

          

დემოკრატიის ზეიმის დასკვნით ნაწილი საზეიმო ვითარებაში გაიჭრა სპეციალურად აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისთვის დამზადებული სადღესასწაულო ტორტი. განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა ღონისძიების ბოლო ნაწილი, როცა ამერიკის დროშის ფერებში განათდა დედაქალაქის მთავარი ანძა. წვეულება კი დაგვირგვინდა 4 ივლისის ულამაზესი ფეირვერკის აღლუმით.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი წვეულების ძირითადი მხარდამჭერები და პარტნიორები იყვნენ: კომპანია PSP, ლიბერთი ბანკი, სასტუმრო ამბასადორი, ამერიკული კომპანია KVG საქართველოს ოფისი, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა, საქართველოს ფოსტა, კომპანია ენერჯი, თელავის ღვინის მარანი, სარეკლამო კომპანია  ALMA, სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთი, McCANN Tbilisi, სასტუმრო Radisson Blu Iveria & Radisson Blu Batumi, სასტუმრო The Biltmore, კომპანია PREMIUM EVENTS, კომპანია GULF GEORGIA, მიშა სანდლერის კლინიკა, NATALI GROUP, კომპანია ვაკე, McDonald’s Georgia, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ტელეკომპანია TV იმედი, საინფორმაციო სააგენტო FRONT NEWS, მედია ჰოლდინგი COMMERSSANT.ge & COMMERSSANT 95.5 FM, Forbes Georgia.

მადლობა ყველას ვისთვისაც ამერიკელ ხალხთან მეგობრობა უაღესად მნიშვნელოვანია და ჯერა, რომ ქართულ ამერიკულ მეგობრობას ძლიერი მიზნისკენ მივყავართ, სადაც დემოკრატიული ფასეულობები ხალხის ერთობლივი ნებაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს.

აღნიშნულ განცხადებას ა(ა)იპ ამერიკის მეგობართა კლუბი ავრცელებს – 5 ილისი, 2020.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *