მასკის Boring Company კონკურსს აცხადებს

მასკის Boring Company კონკურსს აცხადებს

ელონ მასკმა საცობების თავიდან ასარიდებლად ახალ გზას მიმართა: მისი კომპანია Boring Company ატარებს შეჯიბრს, სადაც გუნდები ერთმანეთს გვირაბის სწრაფად გათხრაში შეეჯიბრებიან.

2021 წლის გაზაფხულს ის სამი გუნდი დასახელდება, რომელიც გასამარჯვებლად ყველა კრიტერიუმის დააკმაყოფილებს. კრიტერიუმები კი შემდეგია: გვირაბის ყველაზე სწრაფად აგება, ისეთი ზედაპირით, რომელზეც დისტანციურად მართვადი მანქანა ძალიან სწრაფად გაივლის და გვირაბისთვის განკუთვნილი ადგილის ზუსტად შერჩევა.

Boring Company-ს მიზანია, ააგოს ისეთი გვირაბი, რომელიც ხალხს უზრუნველყოფს სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტირებით.

“იმისათვის, რომ გვირაბების ქსელის აშენება გამარტივდეს, აუცილებელია კონსტრუქციის აჩქარება და გაიაფება”, – განაცხადეს კომპანიაში Boring Company.

სპეციალისტები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საცობების თავიდან ასარიდებლად უკეთესი გზებიც არსებობს, მასკის იდეას კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ.

მათ, ვინც შეჯიბრით დაინტერესუბლია, შეუძლიათ დეტალები The Boring Company-ის ვებგვერზე იხილონ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *