ჯეიმს მერდოკი Art Basel-ის აქციების 1/3-ს შეიძენს

მედიამაგნატის რუპერტ მერდოკის შვილი ჯეიმს მერდოკი კომპანია M.C.H Group-ის აქციების 1/3-ს შეიძენს, რომელიც თავის მხრივ,  Art Basel-ის მფლობელობაშია.

მერდოკის  კომპანია Lupa Systems-დან ინვესტიცია Art Basel-ს დაეხმარება, რომ ტრადიციული ღონისძიებების ბიზნესს გასცდეს და მეტად ორიენტირებული გახდეს მედია პლატფორმებზე.

გარიგების წარმატების შემთხვევაში, მერდოკის კომპანიის მფლობელობაში M.C.H-ის აქციების მესამედი შევა.

აღსანიშნავია, რომ 1970 წელს შვეიცარიაში დაარსებული, Art Basel-ი მსოფლიოს უდიდეს და ყველაზე პრესტიჟულ ბიზნესად იქცა. კომპანიის ერთ-ერთმა საგამოფენო ღონისძიებამ მაგალითად გასულ წელს 93,000 სტუმარი მიიზიდა.

თუმცა, 2020-მა წელმა Art Basel-იც აზარალა. კომპანიის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ღონისძიებები პანდემიის გამო ჩაიშალა. ამის მიუხედავად, ჰონგ-კონგის გამოფენა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, ხოლო მაიამის გამოფენა, რომელიც დეკემბერში უნდა გაიმართოს, კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

წლევანდელი წლისთვის, კომპანიისთვის ნავარაუდევი დანაკარგი $138-დან $180 მილიონამდე იქნება.

Art Basel-ი ცნობილია საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებით. სწორედ ეს კომპანია აწყობს საერთაშორისო გამოფენებს ხელოვნების მიმართულებით შვეიცარიაში, აშშ-სა და ჰონგ-კონგში.  Art Basel-ის წამყვან პარტნიორს წარმოადგენს შვეიცარიული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი UBS.

ჩვენ გირჩევთ

BMG ახალ პროექტს იწყებს – ინგლისურენოვანი ყოველკვირეული გადაცემა The CheckPoints

რისკების მართვა ახალ რეალობაში

BMG ახალ პროექტს იწყებს – ინგლისურენოვანი ყოველკვირეული გადაცემა The CheckPoints

BMG ახალ პროექტს იწყებს – ინგლისურენოვანი ყოველკვირეული გადაცემა The CheckPoints

წინა სტატია

James Murdoch Set to Acquire Large Stake in Art Basel Fairs
13 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსი Alliance Centropolis-ი აშენდება
13 ივლისი, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker