სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაიაფდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით, 1.3%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის სექტემბერთან შედარებით, 6.4%-ით გაიზარდა. 2005 წელთან შედარებით, დღეს პროდუქციის წარმოება 78%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება (7.5%-ით) გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 6.6%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 31.5%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება 28.6%-ით და ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 14.1%-ით.

წინა სტატია

მოგების გადასახადის რეფორმა – ესტონური გაკვეთილი საქართველოსათვის
15 ოქტომბერი, 2015

შემდეგი სტატია

სექტემბერში ფულადი გზავნილები 33%-ით შემცირდა
15 ოქტომბერი, 2015
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker