NBC Universal-მა სტრიმინგ სერვისი Peacock-ი წარადგინა

NBC Universal-მა სტრიმინგ სერვისი Peacock-ი წარადგინა

მედიაკონგლომერატმა NBC Universal-მა სტრიმინგ სერვისი Peacock-ი წარადგინა. კომპანია იმედოვნებს, რომ დაბალი ღირებულებისა და სარეკლამოდ მიმზიდველი პლატფორმის გამო ახლად წარდგენილი პროდუქტი მომხმარებელთა სტაბილურ ბაზას შესძენს მას. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს. 

თუმცა, პლატფორმას ბევრი ბარიერის გადალახვა მოუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი Peacock-ის სტრიმინგ ბაზარზე დაგვიანებული გამოჩენაა, მითუმეტეს, მისი უმთავრესი სამარკეტინგო კოზირის – ტოკიოს ოლიმპიადის – გარეშე.

ამ დაბროკოლებათა მიუხედავად, მეტ შტრაუსი, Peacock-ის თავმჯდომარე, იმედს არ კარგავს და აცხადებს რომ „მომხმარებლებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ მეტი არჩევანი სურთ“. თავმჯდომარის ენთუზიამს NBC-ის სხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელებიც იზიარებენ და სურთ რომ Peacock-ი კომპანიის მომავლის ქვაკუთხედი გახდეს.  

ზემოხსენებული იმედისმომცემი პროგნოზების  მიუხედავად, Peacock-ი სტრიმინგ ბაზრის უკიდურესად კონკურენტუნარიან გარემოს ვერ გაექცევა. შეგახსენებთ, Netflix-ის სტრიმინგ-სერვისის გლობალურ გამომწერთა რაოდენობამ 182,9 მილიონს გადააჭარბა. ამ ყოველივეს, Disney-ს, Amazon-ისა და CBS-ის გაზრდილი აქტივობაც ემატება, რაც პანდემიის დროს წარდგენილი ახალი სტრიმინგ-სერვისის Peacock-ის თავის დამკვიდრებას ნამდვილად გაართულებს.  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *