Euromoney-მ საქართველოს ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EuroMoney-მ საქართველოს ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა. ბანკმა ჯილდო 2019 წელს ნაჩვენები ფინანსური სტაბილურობისთვის, არჩეული სტრატეგიისა და მუდმივად განახლებადი ციფრული შესაძლებლობებისთვის მიიღო.

"მოხარული ვართ, რომ EuroMoney-ს პრესტიჟული ჯილდო უკვე მერვედ მივიღეთ. 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელება საქართველოს ბანკის მთელი გუნდის დაუღალავი შრომის აღიარებაა, იმ გუნდის, რომელიც ყოველდღიურად თავდაუზოგავად მუშაობს, არ ჩერდება  და ცდილობს შექმნას უკეთესი საქართველო. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბანკი ინარჩუნებს ფინანსურ სტაბილურობას, ნერგავს ინოვაციებს, ყოველდღიურ რეჟიმში აუმჯობესებს ციფრულ არხებს და მომხმარებელს საუკეთესო პროდუქტსა თუ სერვისს სთავაზობს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

EuroMoney -ის დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ჯილდოდ ითვლება. ის მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას და საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის  ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკმა EBRD-ისთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 110 ნომრიანი სასტუმრო “აისი“ გაიხსნება

საქართველოს ბანკმა EBRD-ისთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

საქართველოს ბანკმა EBRD-ისთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

წინა სტატია

Virgin Galactic-ს აღმასრულებლის პოსტზე Walt Disney-ის CEO გადაჰყავს
16 July, 2020

შემდეგი სტატია

ერთ კომუნაში
16 July, 2020
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker