ბეზოსის, მასკის და გეითსის “ტვიტერის” ანგარიშები გატეხეს – კრიპტო-თაღლითობის შემთხვევა

ბეზოსის, მასკის და გეითსის “ტვიტერის” ანგარიშები გატეხეს – კრიპტო-თაღლითობის შემთხვევა

ცნობილი ადამიანების და ლიდერების “ტვიტერის” ანგარიშები გატეხეს და თაღლითობა სცადეს. როგორც Foxbusiness-ი წერს, საუბარია ბილ გეითსის, ელონ მასკის, ჯეფ ბეზოსისა და მაიკ ბლუმბერგის ანგარიშებზე, რომელთა პროფილებზე ჰაკერებმა კრიპტოვალუტის შესახებ ტვიტი  გამოაქვეყნეს. შემთხვევის მსხვერპლი აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც გახდა. 

“საზოგადოებას ვუბრუნებ იმას, რაც მაქვს. ბითკოინი, რომელიც ამ ანგარიშზე დაირიცხება, უკან გაორმაგებულად გადმოირიცხება. ამას მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში ვაკეთებ”, – ეწერა ტვიტში და თან დართული ჰქონდა ანგარიშის ბმული, რომელზედაც უნდა გადარიცხულიყო თანხა.

თუმცა, ბილ გეითსს თავად მსგავსი ტვიტი არ გამოუქვეყნებია. “ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეს ტვიტი ბილ გეითს არ ეკუთვნის,” – ამბობს გეითსის წარმომადგენელი, – “ეს “ტვიტერის” პრობლემის ნაწილია, რის გამოსასწორებლადაც ის ამჟამად მუშაობს.”

“ტვიტერი” იღებს ზომებს, რომ შეაჩეროს კრიპტოვალუტით თაღლითობა და მსგავსი საფრთხის მომტანი ქმედებები. სოციალური მედიის პლატფორმა ურჩევს მომხმარებლებს მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა მსგავს მახეში არ გაებან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *