ბეზოსის, მასკის და გეითსის “ტვიტერის” ანგარიშები გატეხეს – კრიპტო-თაღლითობის შემთხვევა

ცნობილი ადამიანების და ლიდერების “ტვიტერის” ანგარიშები გატეხეს და თაღლითობა სცადეს. როგორც Foxbusiness-ი წერს, საუბარია ბილ გეითსის, ელონ მასკის, ჯეფ ბეზოსისა და მაიკ ბლუმბერგის ანგარიშებზე, რომელთა პროფილებზე ჰაკერებმა კრიპტოვალუტის შესახებ ტვიტი  გამოაქვეყნეს. შემთხვევის მსხვერპლი აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც გახდა. 

“საზოგადოებას ვუბრუნებ იმას, რაც მაქვს. ბითკოინი, რომელიც ამ ანგარიშზე დაირიცხება, უკან გაორმაგებულად გადმოირიცხება. ამას მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში ვაკეთებ”, – ეწერა ტვიტში და თან დართული ჰქონდა ანგარიშის ბმული, რომელზედაც უნდა გადარიცხულიყო თანხა.

თუმცა, ბილ გეითსს თავად მსგავსი ტვიტი არ გამოუქვეყნებია. “ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეს ტვიტი ბილ გეითს არ ეკუთვნის,” – ამბობს გეითსის წარმომადგენელი, – “ეს "ტვიტერის" პრობლემის ნაწილია, რის გამოსასწორებლადაც ის ამჟამად მუშაობს.”

"ტვიტერი" იღებს ზომებს, რომ შეაჩეროს კრიპტოვალუტით თაღლითობა და მსგავსი საფრთხის მომტანი ქმედებები. სოციალური მედიის პლატფორმა ურჩევს მომხმარებლებს მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა მსგავს მახეში არ გაებან.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ყვარელში სასტუმრო “მეღვინეობა ნეკრესი“  გაიხსნება

ჯეფ ბეზოსმა ორ დღეში $8 მლრდ დაკარგა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ყვარელში სასტუმრო “მეღვინეობა ნეკრესი“  გაიხსნება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ყვარელში სასტუმრო “მეღვინეობა ნეკრესი“ გაიხსნება

წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ყვარელში სასტუმრო “მეღვინეობა ნეკრესი“ გაიხსნება
16 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

Biden, Bezos among hacking victims in Bitcoin tweet 'scam'
16 ივლისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker