Netflix-ი ტედ სარანდოსს თანახელმძღვანელად ნიშნავს

Netflix-მა კონტენტ-დირექტორი ტედ სარანდოსი თანახელმძღვანელად დანიშნა. სარანდოსი მაშინ დააწინაურეს, როდესაც მესამე კვარტალში, Netflix-ის გამომწერთა ზრდა შენელდა იმაზე უფრო, ვიდრე უოლ სტრიტი პროგნოზირებდა.

მეორე კვარტალში, კომპანიის შემოსავალი 25%-ით $6.1 მილიარდამდე გაიზარდა. Netflix-ის აქციები კი, რომლებიც ყველაზე მომგებიან აქციებად ითვლება,  9.5%-ით შემცირდა.

ახალ წევრებთან ერთად, მსოფლიოს მოწინავე ე.წ. სტრიმინგ-სერვისით დაახლოებით 193 მილიონი ადამიანი სარგებლობს. როდესაც პანდემიის დროს ყველა სახლში დარჩა, ხოლო კინოთეატრები დაიხურა, Netflix-ი თავისი ონლაინ-სტრიმინგით დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კინოინდუსტრია Covid-19-ის გამო დროებით შეჩერებულია, Netflix-ი მომხმარებელს ჰპირდება, რომ ახალი კინოებისა და გადაცემების გამოშვების განრიგი შეუცვლელი რჩება. თუმცა, კომპანია ამბობს, რომ 2021 წელს მეტი კინო ფილმი და გადაცემა გამოქვეყნებდა, ვიდრე 2020 წელს.

აღსანიშნავია, რომ ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, Netflix-ის პროგნოზის მიხედვით, სტრიმინგ-სერვისს 2.5 მლნ ახალი გამომწერი ეყოლება. ანალიტიკოსები კი, 5.3 მლნ-ს ელიან.

ჩვენ გირჩევთ

Virgin Galactic-ს აღმასრულებლის პოსტზე Walt Disney-ის CEO გადაჰყავს

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 110 ნომრიანი სასტუმრო “აისი“ გაიხსნება

Virgin Galactic-ს აღმასრულებლის პოსტზე Walt Disney-ის CEO გადაჰყავს

Virgin Galactic-ს აღმასრულებლის პოსტზე Walt Disney-ის CEO გადაჰყავს

წინა სტატია

საქართველოს ბანკის ხელშეწყობით ახვლედიანის ქუჩაზე სასტუმრო Ibis Budget Concert Hall გაიხსნება
17 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

CNBC: რუსეთი Covid-19-ის ვაქცინის შესახებ ინფორმაციის მოპარვას ცდილობს
17 ივლისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker