რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – მთავარი ეკონომიკური მოვლენები

მიმდინარე კვირას აშშ-ში ფინანსური მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ დებატები იქნება მთავარი ამბავი, რამაც შესაძლოა ბაზარზე გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს და ეკონომიკური დაღმასვლის შიშიც წარმოქმნას. 32 მილიონი ამერიკელისთვის უმუშევრობის დახმარების პროგრამის ვადა 31 ივლისს იწურება. თუმცა, ფაქტია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილთა რაოდენობა კვლავ დიდია, რომელთაც დახმარება კვლავ ესაჭიროებათ.

სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა $350-მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტის გეგმა წარადგინა, თუმცა, რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ ეკონომიკური პაკეტი $1 ტრილიონზე მეტი არ დაჯდება.

ამას გარდა, მსხვილი ამერიკული კომპანიები მეორე კვარტლის შემოსავლების მონაცემებს გაასაჯაროებენ. S&P Dow Jones-ის მოლოდინით, 2008 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ახლა იქნება. თუმცა, ინვესტორები აცხადებენ, რომ Tesla-ს, Intel-ის და Microsoft-ის შემოსავლები არ იქნება ნეგატიური, როგორც ვთქვათ ავიაციის, ტურიზმის ან სხვა სექტორში მომუშავე კომპანიების შემთხვევაშია.

Tesla-ს მაგალითად მიმდინარე წელს საკმაოდ დიდი ზრდა აქვს, რაც ოთხშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით ნათელი გახდება. ოთხშაბათსვე ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი გამოაქვეყნებს მეორე კვარტლის შედეგებს, რომელმაც პანდემიის პირობებში, დისტანციური მუშაობით საკმაოდ დიდი სარგებელი მიიღო.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ელოდებიან United Airlines-ის, Southwest Airlines-ის, Twitter-ის, Snap-ის, AT&T-ის, Verizon-ის და Chipotle Mexican Grill-ის შემოსავლების გასაჯაროებასაც.

რომ დავრჩეთ კვლავ აშშ-ში, მიმდინარე კვირას უმუშევრობის შესახებ ახალი მონაცემებიც გამოქვეყნდება. ელოდებიან, რომ ეს მაჩვენებელი კვლავ მაღალი იქნება. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია კალიფორნიის, ფლორიდის და ტექსასის შტატებში ეკონომიკური „შათდაუნის“ გახანგრძლივებით.

რაც შეეხება ევროზონას, ევროპელი ლიდერები ცდილობენ 750 მილიარდ ევროიანი ეკონომიკური აღდგენის პაკეტის შესახებ მიმდინარეობს დისკუსიები. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აფრთხილებს ევროპელ ლიდერებს, რომ შესაძლოა, ამ პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ამჯერად ვერ მოხერხდეს. როგორც ევროპელი მაღალჩინოსნები და ექსპერტები ამბობენ, ვერ შეთანხმება ჯანდაცვის და ეკონომიკის უპრეცედენტო კრიზისის ფონზე, ევროპული ბლოკის სიცოცხლისუნარიანობას კითხვითი ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დააყენებს.

არსებობს იმის შანსი, რომ მიმდინარე კვირას მიაღწიონ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის შესახებ შეთანხმებას. თუმცა, თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ კიდევ ერთი სამიტი გახდება საჭირო კონსენსუსის მისაღწევად.

მიმდინარე კვირას ევროპის ქვეყნებში ასევე გამოქვეყნდება მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები. ელოდებიან PMI-ს მონაცემებს გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ასევე საინტერესო იქნება რითეილ გაყიდვების მონაცემები ბრიტანეთში, ხოლო ივნისის თვის სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელი ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაში. მიმდინარე კვირასვე მოსალოდნელია რუსეთში გამოაქვეყნონ უმუშევრობის დონის მაჩვენებელი და საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებაც. სამხრეთ კორეაში კი მშპ-ის მეორე კვარტლის მაჩვენებელს გამოაქვეყნებენ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება საფრანგეთში ბიზნესის გამოკითხვის შედეგები. მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში 4 000 ბიზნეს-ლიდერი ჰყავთ გამოკითხული. იტალიაში კი ბიზნესის და მომხმარებლის კმაყოფილების დონის შესახებ ჩაატარეს გამოკითხვა, რომლის შედეგებსაც ასევე მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ.

ჩვენ გირჩევთ

ჩინეთის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო

რუსეთმა, პირველად ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში, უფრო მეტი ოქრო გაყიდა, ვიდრე გაზი

ჩინეთის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო

ჩინეთის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო

წინა სტატია

“You must either be rich, or have a rich neighbour” – Turkish investor Galip Öztürk’s plans for Georgia
17 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

Economic Calendar - Things to Watch in upcoming Week
20 ივლისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker