Eldorado Resorts-მა $17.3 მლრდ-ად Caesars Entertainment-ი იყიდა

ამერიკულმა კომპანია Eldorado Resorts-მა, რომელიც 1973 წელს მხოლოდ ერთ სასტუმროსა და კაზინოს ფლობდა ნევადაში, $17.3 მილიარდად კაზინოებისა და სასტუმროების კომპანია Caesars Entertainment Corp-ი შეიძინა. შედეგად ისინი ამერიკის 16 შტატში 55 კაზინოს მფლობელები ხდებიან და მათ საკუთრებაშია ასევე რვა საკურორტო ზონა ლას-ვეგასშიც.

გარიგების ფინანსური კონსულტანტები J.P. Morgan-ი, Credit Suisse-ი და Macquarie Capital-ი არიან.

"მოხარულები ვართ ამ გაერთიანების პროცესის დასრულებით“, – განაცხადა Caesars Entertainment-ის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ტომ რიგმა. მისივე თქმით, აღნიშნული გარიგება უზრუნველყოფს კომპანიის შეუქცევად ზრდას.

გარიგება Caesars-ის დიდ ბრიტანეთში, ეგვიპტეში, კანადაში, დუბაისა და ჩინეთში (მაკაუ) კუთვნილ აქტივებზეც აისახება. მილიარდერი ინვესტორი კარ აიკანი კომპანიის უმსხვილესი აქციონერად სახელდება, რომელიც ჯამურად აქციების 10%-ზე მეტს ფლობს.

Caesars Entertainment-ს მარტში კაზინოების დახურვამდე 65 000 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, მათ შორის მხოლოდ ნევადაში – 30 000 თანამშრომელს ადასტურებენ.

ჩვენ გირჩევთ

ირლანდიის ერთ-ერთი კუნძული 5.5 მლნ ევროდ იყიდება

საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია

ირლანდიის ერთ-ერთი კუნძული 5.5 მლნ ევროდ იყიდება

ირლანდიის ერთ-ერთი კუნძული 5.5 მლნ ევროდ იყიდება

წინა სტატია

ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის პირველ ნახევარში 486 მლნ ლარია
21 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

Apple-ი გეგმავს 2030 წლისთვის სრულად ეკომეგობრული კომპანია გახდეს
21 ივლისი, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker