დავით ქემერტელიძემ და ერლან ნიგმატულინმა ყაზახეთში კლინიკებს სამედიცინო ინვენტარი გადასცეს

ყაზახური კომპანიების Qaz Carbon-ის და YDD CORPORATION-ის აქციონერებმა თურქეთში სამედიცინო აპარატურა და პრეპარატები შეიძინეს და ყაზახეთის ყარაღანდის ოლქში საავადმყოფოებს გადასცეს. კერძოდ, ერლან ნიგმატულინმა ქართველ პარტნიორ დავით ქემერტელიძესთან ერთად კლინიკებს 100 ჟანგბადის კონცენტრატორი გადასცა. აღსანიშნავია, რომ ამ მოწყობილობებით უზრუნველყოფს თურქეთი მთელს ევროპას.

ამას გარდა, შეისყიდეს პულსის ოქსიმეტრები და covid-19-თან ბრძოლისთვის საჭირო პრეპარატი, “ენოქსაფარინი”. 

“ასეთ რთულ პირობებში, სახელმწიფოსთვის ბიზნესის მხარდაჭერა გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ მივიჩნევთ თავს ვალდებულად, რომ ხელი შევუწყოთ პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე მყოფ ექიმებს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.”-- განაცხადა ერლან ნიგმატულინმა.

როგორც ყაზახური მედია წერს, ერლანის ნიგმატულინისა და დავით ქემერტელიძის დახმარებით, სამედიცინო დაწესებულებები მეტი სარეანიმაციო პროცედურების ჩატარებას შეძლებენ, ასევე შეძლებენ დასვან სასუნთქი ორგანოების დაავადებების ზუსტი დიაგნოზი და ეფექტურად წარმართონ მკურნალობა.

ჩვენ გირჩევთ

ჩინეთმა, შესაძლოა, აშშ-ის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში გადაუსწროს

ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის პირველ ნახევარში 486 მლნ ლარია

ჩინეთმა, შესაძლოა, აშშ-ის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში გადაუსწროს

ჩინეთმა, შესაძლოა, აშშ-ის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში გადაუსწროს

წინა სტატია

ჩინეთმა, შესაძლოა, აშშ-ის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში გადაუსწროს
22 July, 2020

შემდეგი სტატია

საქართველოს სახელმწიფო ვალი საშიშ ზღვარს უახლოვდება
22 July, 2020
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker