Gilead-ი Tizona-ს აქციების ნახევარს ყიდულობს

ფარმაცევტული კომპანია Gilead Sciences-ი აპირებს შეიძინოს კიბოს სამკურნალო საშუალებების მწარმოებელი კომპანია Tizona Therapeutics-ის 49.9%-იანი წილი. როგორც Marketwatch-ი წერს, გარიგება $300 მილიონს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ Gilead-ს შესთავაზეს დანარჩენი აქციების ყიდვაც დამატებით $1.25 მილიარდად, ეტაპობრივი გადახდის წესითაც. თუმცა, საბოლოოდ რაზე შეთანხმდებიან, უცნობია.

“Tizona კიბოს პირველი კლასის იმუნოთერაპიის საშუალებებს ავითარებს, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი სხვაობა მოგვცეს ონკოლოგიაში და რაც შესაძლოა, დაეხმაროს პაციენტებს “, – განაცხადა Gilead-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენიელ ოდეიმ.

შეგახსენებთ, Gilead-ის აქციები გარიგებამდე მცირედით 0.4%-ით დაეცა, თუმცა, გასულ წელთან შედარებით მისი აქციები 20.2%-ითაა გაზრდილი. სწორედ აღნიშნული კომპანია აწარმოებს პრეპარატ "რემდესივირს“, რომელსაც ცალკეულ ქვეყნებში კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს სახელმწიფო ვალი საშიშ ზღვარს უახლოვდება

ირლანდიის ერთ-ერთი კუნძული 5.5 მლნ ევროდ იყიდება

საქართველოს სახელმწიფო ვალი საშიშ ზღვარს უახლოვდება

საქართველოს სახელმწიფო ვალი საშიშ ზღვარს უახლოვდება

წინა სტატია

საქართველოს სახელმწიფო ვალი საშიშ ზღვარს უახლოვდება
22 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

Gilead Sciences to pay $300 million for nearly half of Tizona, has option to buy the rest for $1.25 billion
22 ივლისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker