“Transform to Net Zero”: Microsoft-ი, Nike და Unilever-ი ახალ კამპანიაში ერთვებიან

Microsoft-ი, Nike-ი, Starbucks-ი, Unilever-ი და მსოფლიოს კიდევ ხუთი უმსხვილესი კომპანია ერთიანდებიან, რათა დაეხმარონ ბიზნესს გახდნენ მეტად “ეკომეგობრული” და საწარმოო ტექნოლოგიებიც ამგვარად გადააწყონ. “Transform to Net Zero” - ასე დაერქვა საინიციატივო ჯგუფს, რომელიც გეგმავს სხვა წევრი-კომპანიების მიღებასაც და გარემოს დაცვის ფონდთან, სხვა პარტნიორებთან ერთად ყველა საჭირო მოქმედების დაგეგმვას, რათა ბიზნესებმა 2050 წლამდე ნულოვანი საწარმოო გამონაბოლქვით მუშაობა შეძლონ.

კომპანიების ჯგუფის განცხადებაში რაიმე სახის ინვესტიციაზე საუბარი არ არის, ისინი მხოლოდ აღნიშნავენ, რომ პირველად მოკვლევას და სამუშაოებს აწარმოებენ, რაც მომდევნო ხუთ წელიწადში უნდა დასრულდეს.

ამჟამად, ჯგუფში გაერთიანებულია ფრანგული კომპანია Danone, გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz, ასევე A.P. Moller - Maersk A/S, ინდური ტექნოლოგიური კომპანია Wipro და ბრაზილიური კოსმეტიკის მაწარმოებელი Natura & Co.

აღსანიშნავია, რომ Microsoft-მა ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა, რომ წარმოებას სრულად “ეკომეგობრული” მიმართულებით განაგრძობს. გარდა ამისა, კომპანიამ 45-წლიანი არსებობის მანძილზე წარმოების შედეგად გამოფრქვეული ნახშირორჟანგის განეიტრალების მიზნით $1 მილიარდი “Climate Innovation Fund”-ს გადასცა, რათა ნახშირორჟანგის ემისიების საწინააღმდეგო ტექნოლოგიები განავითარონ.

 

ჩვენ გირჩევთ

დავით ქემერტელიძემ და ერლან ნიგმატულინმა ყაზახეთში კლინიკებს სამედიცინო ინვენტარი გადასცეს

Eldorado Resorts-მა $17.3 მლრდ-ად Caesars Entertainment-ი იყიდა

დავით ქემერტელიძემ და ერლან ნიგმატულინმა ყაზახეთში კლინიკებს სამედიცინო ინვენტარი გადასცეს

დავით ქემერტელიძემ და ერლან ნიგმატულინმა ყაზახეთში კლინიკებს სამედიცინო ინვენტარი გადასცეს

წინა სტატია

Microsoft, Nike, Unilever team up to combat global carbon emissions
23 July, 2020

შემდეგი სტატია

ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგია
23 July, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker