Reuters: ტრამპი OECD-ის გენმდივნის პოსტზე თეთრი სახლის მაღალჩინოსნის წარდგენას გეგმავს

Reuters: ტრამპი OECD-ის გენმდივნის პოსტზე თეთრი სახლის მაღალჩინოსნის წარდგენას გეგმავს

აშშ-ი გეგმავს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის პოსტზე კრისტოფერ ლიდელი წარადგინოს. ამის შესახებ Reuters-ი ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

კრის ლიდელი თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილეა. ახალ ზელანდიაში დაბადებულ ყოფილ ბიზნესმენს თეთრ სახლის პოლიტიკის კოორდინირება ევალება.

შეგახსენებთ, OECD საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციაა, რომლის წევრები არიან განვითარებული ქვეყნები, რომლებიც ცნობენ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. მისი წევრი ქვეყნებია: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩილე, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ისრაელი, კორეა, მექსიკა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, თურქეთი.

“აშშ-ს სურს ძლიერი და გაერთიანებული OECD და აპირებს წარადგინოს ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე კრისტოფერ ლიდელი“, – განუცხადა თეთრი სახლის წყარომ Reuters-ს.

ლიდელს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს დიდ კორპორაციებთან მუშაობის. იგი ადრე Microsoft-ის მთავარი ფინანსური ოფიცრის და ასევე General Motors-ის ყოფილი ვიცეხელმძღვანელის პოსტებს იკავებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *