ტრამპი, ბეზოსი, ბაფეტი – რამდენი საათი სძინავთ წარმატებულ ადამიანებს?

თანამედროვე ბიზნეს ენაში ალბათ ხშირად გაგიგონიათ შემდეგი ფრაზა: „ცოტა ხანს დავიძინებ და დაგიბრუნდები ამ საკითხზე“. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ადამიანის გონებას ხანდახან გამოძინება, ან თუნდაც მცირეხნიანი ძილი სჭირდება იმისათვის, რომ გამართულად იმუშაოს. ამასთან, კარგად გამოძინება არის ის, რასაც ექსპერტები გვირჩევენ წარმატების მისაღწევად. უძილობა საკმაოდ აჭიანურებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღწევას, გარდა ამისა, გამოუძინებლობამ შესაძლოა მეხსიერებაზე და საკითხზე ფოკუსირებაზე ცუდი გავლენა იქონიოს.

Online Mattress Review-ს ახალ კვლევაში, ექსპერტებმა გამოიკვლიეს, თუ რამდენ საათს უთმობენ ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერები, პოლიტიკოსები, მწერლები, მსახიობები თუ ათლეტები ძილს.

წარმატებული ანტრეპრენერები ძილს დიდ უპირატესობას ანიჭებენ, რადგანაც, ჯეფ ბეზოსის თქმით, მათი შემოქმედება, მუშაობის ხარისხი და ხასიათი სწორედ ჯანსაღი ძილის რეჟიმიდან გამომდინარეობს. ქვემოთ ჩამოთვლილ თითოეულ ადამიანს თავისზე მორგებული ძილის რეჟიმი აქვს წარმოდგენილი. როგორც მაგალითად მარკ ცაკერბერგს, რომელიც დიდ დროს სამსახურსაც უთმობს, მაგრამ ოჯახსაც არა ნაკლებს და ამავდროულად ძილსაც ათავსებს. 

კვლევის შედეგებს Inc.com-ი გვიზიარებს:

მარკ ცაკერბერგი, რომელიც დღის განრიგში ოჯახისთვისაც დიდ დროს ითვალისწინებს, გვიან ღამის სამ საათამდე მუშაობს და ძილს 5 საათს უთმობს.

ელონ მასკი, რომელიც დიდი შრომისმოყვარეობით გამოირჩევა, კვირაში 120 საათს მუშაობს და ძილს 6 საათს უთმობს.

ჯეფ ბეზოსი ძილს დიდ უპირატესობას ანიჭებს; მისი აზრით, ძილის სწორი განრიგი განაპირობებს მის ხასიათს, მუშაობის ხარისხსა და შემოქმედებას. ბეზოსი ძილს 7-8 საათს უთმობს.

დონალდ ტრამპი, მსოფლიოს მესამე უდიდესი ძალაუფლების მქონე ადამიანი, მხოლოდ და მხოლოდ 3 საათს უთმობს ძილს.

აღსანიშნავია, რომ ძლიერ წარმატებული ათლეტები, როგორებიც არიან ომ ბრეიდი და სტეფან კარი, თავიანთ განრიგში 9-საათიან ძილს თავისუფლად ათავსებენ.

ბილ გეითსი ძილის წინ კითხულობს, რომ ძილი გაიუმჯობესოს. ძილს კი, 7 საათს ანდომებს.

უორენ ბაფეტი კითხვის დიდი მოყვარულია. კითხვის შემდეგ მას ყველაზე მეტად ძილი უყვარს. ძილს ბაფეტი 8 საათს უთმობს ან კიდევ უფრო მეტს.

ჩვენ გირჩევთ

eBay-ს სარეკლამო ბიზნესი $9.2 მილიარდად გაიყიდა

Intel-ის მთავარი ინჟინერი კომპანიიდან მიდის

eBay-ს სარეკლამო ბიზნესი $9.2 მილიარდად გაიყიდა

eBay-ს სარეკლამო ბიზნესი $9.2 მილიარდად გაიყიდა

წინა სტატია

How Much Bill Gates, Jeff Bezos, and Warren Buffet Get Each Night
28 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

საქართველოს თავისუფალი ზონების გამოცდილება ეკონომიკური გაჯანსაღების დასაჩქარებლად
28 ივლისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker