საქართველოს თავისუფალი ზონების გამოცდილება ეკონომიკური გაჯანსაღების დასაჩქარებლად

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინიციატივით და მსოფლიო თავისუფალი ზონების ორგანიზაციასთან (World FZO) პარტნიორობის ფარგლებში 27 ივლისს გაიმართა ონლაინ ვებინარი “თავისუფალი ზონების როლი ეკონომიკური გაჯანსაღების გზაზე”. აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა თავისუფალი ზონების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას 50 000-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელისთვის მსოფლიოს 126 ქვეყნიდან.

ღონისძიებაზე შეთანხმდა, რომ ჰუალინგისა და ფოთის თიზ-ები ჩაერთვებიან WFZO-ს მიერ შემუშავებული თავისუფალი ზონების სერტიფიცირების პროგრამაში, რომლითაც თიზ-ს ენიჭება შესაბამისი ზონის სტატუსი, მისი ინოვაციური, გარემოსდაცვითი და ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად. World FZO არის გლობალური ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს თავისუფალი ზონების ინტერესებს მთელს მსოფლიოში და წარმოდგენილია სათავო ოფისებით ჟენევასა და დუბაიში.

ვებინარის ფარგლებში მთავარი სპიკერები იყვნენ, ვახტანგ ჩქარეული - ჰუალინგის თიზ -ის ბიზნეს ანალიზისა და ბიზნესის განვითარების უფროსი აღმასრულებელი, თორნიკე ზირაქიშვილი - სააგენტო “აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე, დავით ებრალიძე - ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორი და მოჰან გურუსვამი - კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ცოდნის მთავარი ოფიცერი, მსოფლიო თავისუფალი ზონების ორგანიზაცია (World FZO).

 

“გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა ორიენტირებულია უფრო მეტად გაავრცელოს ინფორმაცია საკუთარი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, მსგავსი ონლაინ ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მოიაზრებს იმასაც, რომ მსოფლიოში მიმდინარე კრიზისის მიუხედავად, საქართველო კარგად გაუმკლავდა ამ გამოწვევას და მზად არის ის შესაძლებლობად აქციოს“ . -

თორნიკე ზირაქიშვილი, სააგენტო “აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე.

 

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვებინარმა ჩვენი მოლოდინი გაამართლა, იმდენად, რამდენადაც უკვე გვაქვს გარკვეული გამოხმაურებები. ონლაინ კონფერენციის დროს, დაინტერესებულ მხარეებს გავაცანით ზოგადად თავისუფალი ზონების ბიზნეს მოდელი საქართველოში და მ.შ. ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საინვესტიციო შესაძლებლობები. მოვუყევით, თუ რა ინოვაციურ გზებს მივმართეთ პანდემიის დროს, რათა რეცესიით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობების შენელებას, მინიმალური ეფექტი ჰქონოდა ჩვენი კომპანიის დაგეგმილ შედეგებზე. ასევე, ვისაუბრეთ უკანასკნელ პერიოდში, ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებზე (მიკრო და მაკრო დონეებზე, რეგიონებისა და ინდუსტრიების მიხედვით), რომლის საფუძველზეც გამოვყავით ე.წ. პრიორიტეტული დარგების კლასტერი, სადაც შესაძლებელია თიზ-ის სიკეთეების მაქსიმალურად რეალიზება. ვფიქრობ, შეხვედრა ნაყოფიერი გამოვიდა და შევძელით ჩვენს კოლეგებთან ერთად  დეტალურად გაგვეცნო საქართველო მონაწილეთათვის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო წერტილი რეგიონში.” -  ვახტანგ ჩქარეული, ჰუალინგის თიზ -ის ბიზნეს ანალიზისა და ბიზნესის განვითარების უფროსი აღმასრულებელი.

“ვებინარის ფარგლებში საშუალება მოგვეცა ერთობლივად გვემსჯელა დღეს არსებულ გამოწვევებზე და მდგომარეობაზე, რომლის ფაქტის წინაშეც დავდეგით პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში, გაგვეცვალა აზრები, როგორც პანდემით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის, ასევე სამომავლო გეგემების შესახებ, თუ როგორ გავუმკლავდეთ იმ ახალი გამოწვევებს, რომლის წინაშეც დადგა მთელი მსოფლიო, რეგიონი, და მათ შორის საქართველოს თიზ-ები, როგორც ამ გლობალური ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი.“ - დავით ებრალიძე, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორი.

“მსოფლიო თავისუფალი ზონების ორგანიზაციის პროექტი "მომავლის თავისუფალი ზონა" (FZF), 4.0 - არის უნიკალური ინიციატივა, რომელიც ემსახურება თავისუფალი ზონების მდგრადი განვითარების მიღწევას მომავალში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდა ინდექსის შემუშავება, რომელიც აფასებს თავისუფალი ზონების აქტივობებს კონკრეტული ელემენტების მიხედვით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ მნიშნელოვანი ჩავარდნები და უზრუნველვყოთ ეკონომიკური გაჯანსაღების პერიოდის დაჩქარება.

ამ მხრივ მეტად საინტერესო იყო საქართველოს თავისუფალი ზონების გამოცდილების გაზიარება, თუ რა ინოვაციური მიდგომების დანერგვა და განვითარება მოხდა მათი მხრიდან პანდემიის დროს და რამდენად შეუწყო ხელი ამ პროცესმა ეკონომიკურ გაჯანსაღებას“. - მოჰან გურუსვამი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი,ცოდნის მთავარი ოფიცერი მსოფლიო თავისუფალი ზონების ორგანიზაცია (World FZO).

ჩვენ გირჩევთ

COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე Moderna-მ აშშ-ისგან დამატებით $472 მლნ-ი მიიღო

ოქროს ფასმა 9-წლიან რეკორდს გადააჭარბა

COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე Moderna-მ აშშ-ისგან დამატებით $472 მლნ-ი მიიღო

COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე Moderna-მ აშშ-ისგან დამატებით $472 მლნ-ი მიიღო

წინა სტატია

ტრამპი, ბეზოსი, ბაფეტი – რამდენი საათი სძინავთ წარმატებულ ადამიანებს?
28 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

Experience of Georgian free zones to accelerate economic recovery
28 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker