საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულში ჩაის პლანტაციები გაშენდა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განარგძობს. ბანკის ფინანსური ჩართულობით შპს "ოკრიბამ“ ტყიბულში, 55 ჰ-ზე ჩაის პლანტაციები გააშენა. აგრო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხრიდან მიღებული დაფინანსებით კომპანიამ აგროტექნიკური ღონისძიებები  განახორციელა  და გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინა. გარდა ამისა, კომპანიამ ჩაის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. დაფინანსების ფარგლებში კომპანიამ  შესაბამისი დაზგა დანადგარები შეიძინა, რომლებშიც  ჩაის შრობა და დაფასოება ხდება. ჩაის გარდა აღნიშნული დანადგარებით ჩირის წარმოებაც არის შესაძლებელი. კომპანიამ ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა "ქართული ჩაი“-ს ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გრანტიც მიიღო. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 1,345,000 ლარი შეადგინა.

"საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს პროექტებს, რომელიც ადგილობრივი, ისტორიული მნიშვნელობის წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ტყიბული  და ზოგადად საქართველო ცნობილი იყო მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებით და ეს კულტურის ნაწილი იყო. მოხარული ვართ რომ ტყიბულში ეს ტრადიცია გრძელდება და შპს ოკრიბამ შეიძინა 55 ჰა ჩაის პლანტაციები ტყიბულის რაიონში და მოახდინა ამ პლანტაციების რეაბილიტაცია. კომპანიამ ააშენა ქარხანა, აღჭურვა ის უახლესი დაზგა-დანადგარებით, დაიწყო ჩაის გადამუშავება და ახლა უკვე  პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს ამ ისტორიულად მნიშვნელოვანი  საქმის აღდგენაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკი “წიგნების თაროსთან“ მჭიდრო პარტნიორობას განაგრძობს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ბროილერის ქათმის ფერმა აშენდა

საქართველოს ბანკი “წიგნების თაროსთან“ მჭიდრო პარტნიორობას განაგრძობს

საქართველოს ბანკი “წიგნების თაროსთან“ მჭიდრო პარტნიორობას განაგრძობს

 

წინა სტატია

Bill Gates: Lies spread faster than facts on social media, which is hard to police
29 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

Gilead-მა CAR-T ტიპის თერაპიის მეთოდი გამოყენების ნებართვა მიიღო
29 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker