Amazon-ის, Facebook-ის, Google-ის და Apple-ის აღმასრულებლები კონგრესის წინაშე წარდგნენ

Amazon-ის, Facebook-ის, Google-ის და Apple-ის აღმასრულებლები კონგრესის წინაშე წარდგნენ

Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი, Apple-ის ტიმ კუკი, Facebook-ის მარკ ცაკერბერგი და Google-ის სანდარ პიჩაი წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წინაშე წარდგნენ და ანტიმონოპოლიური, კომერციული და ადმინისტრაციული სამართლის თაობაზე დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი. სენატის წარმომადგენლების მხრიდან დასმული შეკითხვები საკმაოდ მკაცრი აღმოჩნდა, იმისათვის, რომ დაედგინათ თუ რა გავლენა აქვს თითიოეულ კომპანიას მომხმარებლებსა და კონკურენტ კომპანიებზე.

პროცესის განმავლობაში, ყველაზე დიდი იერიში ბეზოსს, პიჩაის და ცაკერბერგს ერგოთ; ტიმ კუკს ყველაზე ნაკლები დრო დაუთმეს.

ბეზოსი პირველი წარდგა კონგრესის წინაშე. Amazon-ის აღმასრულებლისთვის დასმული შეკითხვები კომპანიის მიერ პროდუქტების იდეის მოპარვიდან დაიწყო და ყალბი პროდუქციის წარმოებით დასრულდა.

პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ბეზოსს პრამილა ჯაიაფალმა დაუსვა; Amazon-ის CEO-ს The Wall Street Journal-ის მონაცემებზე კომენტარის გაკეთება მოსთხოვეს, სადაც საუბარია Amazon-ის სხვა კომპანიების პროდუქტების იდეების მოპარვის შესახებ. ბეზოსმა ამ შეკითხვას იმით უპასუხა, რომ მას არანაირი გარანტია არ აქვს იმისა, რომ Amazon-ის თანამშრომლები სხვა კომპანიიდან ინფორმაციას არ იპარავენ.

Google-ის სანდარ პიჩაისთვის დასმული შეკითხვები მეტწილად Google Search-ს ეხებოდა: ანიჭებს თუ არა Google თავის პროდუქციას უფრო მეტ უპირატესობას ძიების შემდგომ, რაც სხვა კონკურენტი კომპანიებისთვის მავნებელია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბრალდებები კომპანიას Yelp-მა და TripAdvisor-მაც წაუყენეს.

Facebook-ის ცაკერბერგი კონკურენტი კომპანიების ჩამოშორების გზების შესახებ გამოკითხეს. ერთ-ერთმა სენატორმა მაგალითად Facebook-ის მიერ Instagram-ის შესყიდვა მოიყვანა: Instagram-ი Facebook-ისთვის დიდ კონკურენტს წარმოადგენდა, რის გამოც 2012 წელს Faceebook-მა კონკურენტის ჩამოსაშორებლად Instagram-ი $1 მილიარდად შეისყიდა. ამასთან ერთად, ნახსენები იყო Facebook-ის მიერ კონკურენტი აპლიკაციების, როგორიცაა Snapchat-ი და TikTok-ი, ფუნქციების შემუშავება და მისაკუთრება.

Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი ბევრი კითხვის სამიზნე არ ყოფილა, თუმცა, კომპანიის წინააღმდეგ მაინც მნიშვნელოვანი ბრალდებებია. კონგრესმენმა ჯო ნეგუსმა Apple-ს ჰკითხა, არის თუ არა ის ვალდებული დაემორჩილოს მესამე მხარის  – აპლიკაციების შემქმენელების წესებს, როდესაც აპლიკაციის App Store-სთვის იქმნება. კუკმა აღნიშნა, რომ Apple-იც იგივე რეგულაციებს ემორჩილება.

ეს პროცესი ოთხ გიგანტ კომპანიაში მიმდინარე გამოძიებების მხოლოდ დასაწყისია. შესაძლოა, ამ პროცესში არცერთი კომპანია იქნა გამოჭერილი, მაგრამ წინ კიდევ მრავალი პროცესი მოელით აღმასრულებლებს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *