საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ აგროპროექტს სთავაზობს

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკი ნუშის ან ზეთისხილის ბაღის გაშენებისთვის ფერმერებს ახალ აგროპროექტს სთავაზობს, რაც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნით აგროსესხის გაცემას ითვალისწინებს. შეთავაზება გულისხმობს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას, მათ შორის "კონსულტანტის“ შრომის ანაზღაურებას. აგროსესხი 4 წლის განმავლობაში ბაღის გაშენება / მოვლისთვის საჭირო საბრუნავი სახსრების სრულად დაფინანსებასაც მოიცავს.

აგროშეთავაზების ფარგლებში სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა. აგროპროექტის უპირატესობას წარმოადგენს ბანკის ჩართულობა, რათა ფერმერმა წინასწარ მოიპოვოს კონტრაქტი ადგილობრივ და საერთაშორისო შემსყიდველებთან. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩართვის შემთხვევაში შეთავაზებაზე ვრცელდება "დანერგე მომავალისა“ და "იაფი აგროკრედიტის“ საშეღავათო და საგრანტო პირობები.

აგროპროექტი Bar Lev Group-თან პარტნიორობით ხორციელდება. Bar Lev Group წარმოადგენს ესპანურ სანერგე კომპანია Agromillora-სა და ბაღების მენეჯმენტის კომპანია Todoviloს, ასევე ებრაული სარწყავი სისტემების მწარმოებელ კომპანია Netafim-ს.  

"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისთვის ახალი, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შევთავაზოთ. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ წავახალისოთ აგრობიზნესები და ამ მიზნით მათ ამჯერად ნუში/ზეთისხილის ბაღის გაშენება/მოვლისთვის სპეციალურ პირობებს ვთავაზობთ. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის სრულად ფარავს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის საჭირო ხარჯებს, ასევე მთლიანად აფინანსებს 4 წლის განმავლობაში ბაღის გაშენებისა და მოვლისთვის საჭირო სახსრებს. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს აგრომიმართულების მხარდაჭერას“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკი  ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პირბადეების საწარმო "ჯეომასკი“ ფართოვდება

საქართველოს ბანკი  ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

წინა სტატია

ProductTank Tbilisi -ის შეხვედრა ბოტანიკურ ბაღში
03 August, 2020

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა
05 August, 2020
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker