Fuckup Nights გონიოს ციხეში გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და თბილისი სტარტაპ ბიურო წარმოგიდგენთ Fuckup Nights Batumi vol. 1, რომელიც 14 აგვისტოს, 20:00 საათზე გონიოს ციხეში გაიმართება.

Fuckup Nights” გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელიც გიყვებათ პროფესიული წარუმატებლობის ამბებს. 2012 წელს მექსიკაში დაწყებულ ისტორიას, დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანა და 320 ქალაქი უერთდება, მათ შორის საქართველო და თბილისის შემდგომ, “Fuckup Nights” პირველი სპეციალური გამოშვება გონიოში გაიმართება.

შეხვედრის მოდერატორი საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის (GVCA) დამფუძნებელი და Alliance Group Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა იქნება, დამსწრე საზოგადოებას კი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ:

                                                

დამსწრე საზოგადოებას კი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ:

  • დავით ხოსროშვილი - მისი თანადაფუძნებული კომპანიებია com, MaxinAl, Olmait, Hostelpro.com და Termial.com. კომპანიებში დასაქმებულია 80-ზე მეტი ადამიანი და ემსახურებიან მომხმარებლებს 10-ზე მეტ ქვეყანაში. დავით ხოსროშვილის კომპეტენციაში სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა შედის.  
  • გიორგი კუვშინოვი - Boom Boom Booking Agency -ის დამფუძნებელი, ბუქერი Partymag (Turkey) , The Triângûlum (Armenia), Origami , Set Fest , Colibri და მრავალი სხვა. გიორგის უმუშავია შემდეგ არტისტებთან Stephan Bodzin , Polo & Pan , Maceo Plex , Luciano , Tale of Us , Agoria , Deborah De Luca , Joe Claussell , Oscar and the Wolf და სხვა.  თანამშრომლობს რეგიონში ცნობილ სამაუწყებლო კომპანიასთან Cercle.
  • ტბელ აბუსერიძე - ფოტოგრაფი, თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემასთან, მათ შორის რადიო თავისუფლებასთან. ამჟამად რამდენიმე ფოტოჟურნალისტურ პროექტზე National Geographic Magazine საქართველოსთვის მუშაობს.
  • პაპუნა ტოლიაშვილი - სინერჯი კაპიტალის დირექტორი და სინერჯი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი. კომპანიას 1999 წლიდან 400-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან საქართველოში სტრატეგიული და სტრუქტურული განვითარების კუთხით. 2018 წელს სინერჯი ჯგუფმა შექმნა კერძო კაპიტალის ფონდი - სინერჯი კაპიტალი, რომელიც ამ დროისთვის 10-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

                     

                     

ღონისძიებაზე ბილეთების რაოდენობა მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგრძნობლად შეზღუდულია.

დასწრების მსურველებმა ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მოცემულ ბმულზე.

ღონისძიების პარტნიორები არიან ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, Georgian Venture Capital Association - GVCABolt, Wolt და ლუდი ქარვა • Karva.

Linkedin Event / Facebook  Event

ჩვენ გირჩევთ

გეითსი: აშშ-ში კორონავირუსის ტესტების უმრავლესობა „სრული ნაგავია“

Apple-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ტიმ კუკი მილიარდერი გახდა

გეითსი: აშშ-ში კორონავირუსის ტესტების უმრავლესობა „სრული ნაგავია“

გეითსი: აშშ-ში კორონავირუსის ტესტების უმრავლესობა „სრული ნაგავია“

წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრი აშენდა
12 აგვისტო, 2020

შემდეგი სტატია

ისტორიული ბრენდი 20th Century Fox აღარ იარსებებს
13 აგვისტო, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker