ისტორიული ბრენდი 20th Century Fox აღარ იარსებებს

კომპანია Walt Disney-ის გადაწყვეტილებით, ისტორიული ბრენდი 20th Century Fox აღარ იარსებებს, რაც  Disney-ის მიერ დაწყებული რებრენდინგის ნაწილია. სტუდიის სახელი 20th Television-ით შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Walt Disney-მ ბრენდ 20th Century Fox-თან გასულ წელს 71,3 მილიარდ დოლარიანი შეთანხმება გააფორმა და რებრენდინგიც დაიწყო.

რებრენდინგის ფარგლებში, Disney-მ 85 წლის კომპანია 20th Century Fox-ის კინოსტუდიას სახელი შეუცვალა და 20th Century Studios უწოდა. რამდენიმე დღის წინ კი Disney-მ განაცხადა, რომ სახელს უცვლის სატელევიზიო სტუდიას – 20th Century Fox Television-ს და არქმევს 20th Television.

20th Century Fox-ის ლოგოს ქვეშ 85 წლის განმავლობაში კინოეკრანებზე გამოდიოდა ისეთი ფილმები, როგორიცაა "ყველაფერი ევას შესახებ“, "მუსიკის ჰანგები“, "უცხო“ და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ამავე კომპანიის სატელევიზიო სტუდიას ეკუთვნის ანიმაციური სერიალი „სიმპსონები“, M*A*S*H და ა.შ.

ცნობისთვის, უმსხვილესი კომპანია Disney ასევე ფლობს Lucasfilm-სა და Marvel Studios-ს.

 

ჩვენ გირჩევთ

Fuckup Nights გონიოს ციხეში გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

Fuckup Nights გონიოს ციხეში გაიმართება

Fuckup Nights გონიოს ციხეში გაიმართება

წინა სტატია

Fuckup Nights გონიოს ციხეში გაიმართება
13 აგვისტო, 2020

შემდეგი სტატია

ვინ რა ასაკში იშოვა პირველი მილიარდი
13 აგვისტო, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker