Airbnb-ი ბირჟაზე აქციების პირველად განთავსებას გეგმავს

2020 წლის მეორე კვარტალი Airbnb-სთვის დაუნდობელი აღმოჩნდა. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელთან შედარებით 70%-ით იკლო, ხოლო ზარალი $400 მილიონს გაუტოლდა.

რასაკვირველია, პანდემიის დროს უცხო სახლში დარჩენა არავის სურს. პანდემიამდე წარმატებული კომპანია აშშ-ის ცხოვრების ახალ რიტმს ჯერ ვერ ეჩვევა. ამ ფონზე, Airbnb-მ გადაწყვიტა, რომ თავისი აქციები საჯაროდ პირველად განეთავსებინა. ამის შესახებ Yahoo Finance წერს.

კომპანია IPO-სთვის საჭირო დოკუმენტების შევსებას მიმდინარე თვეში გეგმავს. Airbnb-ის ღირებულება ამჟამად $18 მილიარდია, პანდემიამდე კი $31 მილიარდი იყო. კრიზისის მიუხედავად, Airbnb-ს აღმასრულებლები და თანამშრომლები თვლიან, რომ ინვესტორებისთვის ეს შეთავაზება მიმზიდველი იქნება.

Airbnb ბოლო წლებში ახალგაზრდებისთვის ტურიზმის კულტურის დიდი ნაწილი გახდა და სასტუმროების დიდ კონკურენტსაც წარმოადგენს. კერძო სატრანსპორტო კომპანიების მსგავსად, როგორიცაა Uber-ი და Lyft-ია, Airbnb-ისაც ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს.

კომპანია აქციების ბირჟაზე გატანას მიმდინარე წელს გეგმავს; თუმცა, ამ გადაწყვეტილების წარმატებას ტურიზმის გამოცოცხლება განაპირობებს. თუმცა, სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, ამერიკელი ტურისტი სამოგზაუროდ მზად ჯერ არ არის. ამის მიუხედავად, Airbnb-იმ ივნისში ჯავშნების ზრდა შენიშნა, რაც ინდუსტრიის გამოღვიძებაზე მიუთითებს.

ჩვენ გირჩევთ

საფონდო ბირჟაზე განთავსებული „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციის ღირებულება 1 ლარია

8 წარმატებული და მდიდარი ადამიანი, რომლებიც სკოლის გამოცდებში ჩაიჭრნენ

საფონდო ბირჟაზე განთავსებული „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციის ღირებულება 1 ლარია

საფონდო ბირჟაზე განთავსებული „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციის ღირებულება 1 ლარია

წინა სტატია

Placing the Sustainable Development Goals at the heart of the strategic response to the Corona crisis is critical
17 აგვისტო, 2020

შემდეგი სტატია

ახალი გლობალური მობაილ შოპინგ პლატფორმა საქართველოდან ექსპორტირებული გზავნილების სუბსიდირებას გეგმავს
18 აგვისტო, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker