მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ კალიფორნიაში $14.7 მილიონიანი სახლი შეიძინეს

დიდი ძებნის შემდგომ მეგან მარკლმა და დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ საოცნებო სახლი სამხრეთ კალიფორნიაში იპოვეს. როგორც გამოცემა, amlu.com წერს, მეგანის და ჰარის ახალი სახლის დიზაინი ტოსკანური სახლებისგან არის შთაგონებული. უძრავი ქონების ყოფილი მეპატრონე რუსი მეწარმე სერგეი გრიშინია, რომელიც სახლს თავდაპირველად $35 მილიონად ყიდდა, მეგანს და ჰარის კი სახლი $14.65 მილიონად მიჰყიდა. 

სახლის გარე კედლები ვაზით არის გარშემორტყმული. შესყიდულ უძრავ ქონებას ძალიან დიდი ბაღი აქვს და ღამით პატარა ნათურებით ნათდება. სახლის ინტერიერი ხისგან და ამოკვეთილი ქვისგან შედგება. კედლებში ჩაშენებულია წიგნის ძველი კარადები და ამოტვიფრული თაღები, რომლებიც ოთახს უფრო მეტ სივრცეს სძენენ. 

მეგანისა და ჰარის ახალი სახლი კიდევ უფრო მეტი შთამბეჭდავი ელემენტებისგანაც შედგება, მათ შორისაა ლიფტი, სპორტული დარბაზი, ჩოგბურთის კორტები, ფრანგულ სტილში გაკეთებული ბუხარი, საბილიარდე მაგიდა, საცურაო აუზი, საუნა და პატარა სახლი სტუმრებისათვის. 

ქონება 29865.8 კვადრატულ მეტრამდე იშლება, რაც მონტესიტოს დასახლების საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს. Გაშლილი ბაღები და მდელო წყვილს დასასვენებლად იდეალურ გარემოს უქმნის, ხოლო ღობესთან ამოსული ფიჭვი და კვიპაროსი ტერიტორიას სრულყოფილად ფარავს და უსაფრთხოების შეგრძნებასაც ტოვებენ.

 

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკი სოციალური პროექტების განხორციელებას განაგრძობს

Airbnb-ი ბირჟაზე აქციების პირველად განთავსებას გეგმავს

საქართველოს ბანკი სოციალური პროექტების განხორციელებას განაგრძობს

საქართველოს ბანკი სოციალური პროექტების განხორციელებას განაგრძობს

წინა სტატია

საქართველოს ბანკი სოციალური პროექტების განხორციელებას განაგრძობს
18 აგვისტო, 2020

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში თხილის გადამამუშავებელი ქარხნის წარმოება იზრდება
18 აგვისტო, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker