საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში თხილის გადამამუშავებელი ქარხნის წარმოება იზრდება

საქართველოს ბანკი რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და ოზურგეთის თხილის გადამამუშავებელი ქარხნის შპს "თოლეს“ პარტნიორობით თხილის წარმოება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ბანკის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ქარხნისთვის  შეძენილი თხილის საშრობი საწარმოს 24 საათში 10 ტონით მეტი თხილის გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. ეს საერთო ჯამში ქარხნის წარმადობას  დაახლოებით 25-30%-ით გაზრდის. თხილის ქარხნის წარმოების გაზრდისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 300 000 ევრო შეადგინა. ბანკისა და თხილის გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლობის ფარგლებში ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში 30  ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

"საქართველოს ბანკი რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში თხილის ქარხნის წარმოების ზრდა ხელს უწყობს, როგორც მეთხილეობის დარგის განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად აგრძელებს და გააგრძელებს  ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში “, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

ჩვენ გირჩევთ

8 წარმატებული და მდიდარი ადამიანი, რომლებიც სკოლის გამოცდებში ჩაიჭრნენ

საქართველოს ბანკი სოციალური პროექტების განხორციელებას განაგრძობს

8 წარმატებული და მდიდარი ადამიანი, რომლებიც სკოლის გამოცდებში ჩაიჭრნენ

8 წარმატებული და მდიდარი ადამიანი, რომლებიც სკოლის გამოცდებში ჩაიჭრნენ

წინა სტატია

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ კალიფორნიაში $14.7 მილიონიანი სახლი შეიძინეს
18 აგვისტო, 2020

შემდეგი სტატია

თიბისი კონცეპტი - ახალი კონცეფცია პერსონალურ საბანკო მომსახურებაში
19 აგვისტო, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker