კომუნიკაციების კომისიამ Caucasus Online-ი 270,000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე კავკასუს ონლაინს 270,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლითაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჰოლდინგი გახდა. ამის შესახებ bm.ge წერს.

ამასთან, კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა სხდომაზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ერთი თვის ვადაში არ მოხდება კომპანიის მხრიდან ვალდებულების შესრულება, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს თუ რამდენად ეფექტურია ფინანსური სანქცირების პრინციპი და კომპანიას კანონით გათვალისწინებული სხვა სახის სანქციები დაეკისროს.

"უკანონო ტრანზაქცია განხორციელდა და ჩვენ ამ ტრანზაქციას არ ვაღიარებთ" - განაცხადა სხდომაზე კახა ბექაურმა. 

"კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა 20 სექტემბრამდე აქვს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებსაც განიხილავს.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კომპანია “კავკასუს ონლაინს” 2020 წლის პირველ აგვისტომდე მისცა ვადა იმისთვის, რათა ტრანზაქცია, რომლითაც აზერბაიჯანულმა ჰოლდინგმა NEQSOL-მა "კავკასუს ონლაინი" იყიდა გაბათილებულიყო და კომპანიის 49%-იანი წილი მის ძველ მფლობელს ხვიჩა მაქაცარიას დაბრუნებოდა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც "კავკასუსითვის" მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა.

თავად NEQSOL-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდა შესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომ “კავკასუსის” მეწილეთა რიგებში ცვლილება განხორციელებულიყო.

სწორედ ეს დავა გახდა მიზეზი, რის გამოც, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისიას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

თავისმხრივ აზერბაიჯანილი ჰოლდინგის მიზანი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელებით ახალი ციფრული დერეფანის შექმნაა.

NEQSOL ჰოლდინგი ქართული მარეგულირებლის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება და თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა, საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვასაც აპირებს.

ჩვენ გირჩევთ

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ კალიფორნიაში $14.7 მილიონიანი სახლი შეიძინეს

Apple-ი პირველი ამერიკული კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $2 ტრილიონს გადააჭარბა

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ კალიფორნიაში $14.7 მილიონიანი სახლი შეიძინეს

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ კალიფორნიაში $14.7 მილიონიანი სახლი შეიძინეს

წინა სტატია

აქ, ახლა – თიბისი კონცეპტი
21 აგვისტო, 2020

შემდეგი სტატია

საქართველოში წარმოებული საექსპორტო საქონლის 19.1 % რუსეთში გადის
21 აგვისტო, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker