ფაქტორინგი – საქართველოს ბანკის პროდუქტი ბიზნესისთვის

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მისთვის კიდევ უფრო მეტად  მოქნილი ინსტრუმენტების შეთავაზებას განაგრძობს. ამ მხრივ ერთ-ერთი ბოლო სიახლეა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტის – ფაქტორინგის გაციფრულება. აღნიშნული საბანკო მომსახურება საქართველოს ბანკმა ჯერ კიდევ 2008 წელს დანერგა და მას შემდეგ ავითარებს. პროდუქტის განვითარებასთან ერთად იზრდება ფაქტორინგის მომხმარებელთა რიცხვიც. Forbes Georgia ფაქტორინგის და ვაჭრობის ფინანსირების Product Owner-ს ლევან თეთრაძეს ესაუბრა, რომელიც ამ პროდუქტის მნიშვნელობას და მის უპირატესობებს განმარტავს.

ფაქტორინგი საქართველოს ბანკმა დაახლოებით 12 წლის წინ პირველმა დანერგა. მოგვიყევით, როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ეს პროდუქტი საქართველოს ბაზარზე?

2008 წელს, როდესაც ეს პროდუქტი შეიქმნა ბანკში, მისი ძირითადი მომხმარებლები იყვნენ კორპორატიული კლიენტები ან ამ კომპანიებთან დაკავშირებული მცირე და საშუალო ბიზნესები. შესაბამისად, ძირითადად კორპორატიული კლიენტების მოთხოვნით განისაზღვრებოდა პორტფელი. 2015-2016 წლებში კი ფაქტორინგის პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ზრდა გამოწვეული იყო ორი დიდი კორპორატიული კლიენტის მოთხოვნასთან და მასთან დაკავშირებულ მცირე და საშუალო ბიზნესებთან. უკვე 2018 წლიდან ბანკმა გადაწყვიტა ეს პროდუქტი SME სეგმენტისთვის შეეთავაზებინა, ამისათვის დამატებით ჩატარდა ბიზნესებთან შეხვედრა და პროდუქტის გაცნობა.

ცნობადობის ზრდასთან ერთად ყოველწლიურად ფიქსირდებოდა მოთხოვნის ზრდა ბიზნესის მხრიდან. პროდუქტის შემდგომი განითარების მიზნით კი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო ფაქტორინგის ელექტრონული პორტალის შექმნა, რათა კომპანიებს უფრო მარტივად და სწრაფად შეძლებოდათ მომსახურების მიღება. 2019 წლიდან ბანკმა დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით და დღეს უკვე ბიზნესს ვთავაზობთ თითქმის სრულად ციფრულ გარემოს, რის შედეგადაც ბიზნესის წარმომადგენელს ამ მომსახურების მისაღებად მხოლოდ ერთხელ სჭირდება ბანკში ვიზიტი, ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ვიცით, რომ არსებობს სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტი, რა უპირატესობა აქვს ფაქტორინგს?

პირველ რიგში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროდუქტის მთავარი უპირატესობა არის უზრუნველყოფის გარეშე დაფინანსების მიღების შესაძლებლობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის - პროდუქტის ფასი შედარებით ნაკლები იქნება სხვა საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით. ამ მიზნისთვის ბანკის რამდენიმე დეპარტამენტმა წარმატებით დაასრულა მუშაობა. ასევე, ამ პროდუქტით, თუ დაფინანსება გაიცემა მოთხოვნის უფლების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ბანკი შეისწავლის მხოლოდ დებიტორს (მყიდველს), დაფინანსებით ისარგებლებენ ახლად შექმნილი, საკრედიტო ისტორიის ან ნეგატიური საკრედიტო ისტორიის მქონე ბიზნესკომპანიები. ასევე დამატებით, ტრადიციულ საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით, შესაძლებელია უფრო მეტი დაფინანსების მიღება.

თქვენ ამბობთ, რომ ფაქტორინგი ინვოისების საფუძველზე დაფინანსების მიღებას გულისხმობს, ამისათვის არ მოითხოვება დამატებითი უზრუნველყოფა. რა არის ის მინიმალური მოთხოვნები, რაც ბიზნესსუბიექტებმა ფაქტორინგით სარგებლობისთვის უნდა დააკმაყოფილონ?

ყველა მიმდინარე ბიზნესს, რომელსაც ექნება სტაბილური ან კარგი ფინანსური მაჩვენებლები, ბანკი მიმწოდებლის როლში კომპანიას დაუმტკიცებს  - ფაქტორინგის ლიმიტს, მოთხოვნის უფლებით, რომლის საფუძველზეც ბიზნესი  ნებისმიერი დებიტორული დავალიანების დაფინანსებას შეძლებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბანკს კომპანია დებიტორის როლში ექნება შეფასებული,  მაშინ მისი ნებისმიერი მიმწოდებელი (აქ იგულისხმება საკრედიტო ისტორიის გარეშე ან ახლად შექმნილი კომპანია) შეძლებს ინვოისის საფუძველზე ბანკისგან დაფინანსების მიღებას. ამ შემთხვევაში ბანკი თავად ახორციელებს დებიტორებისგან ინვოისების თანხის შეგროვებას.

                              

ფაქტორინგის მომხმარებლები არიან ბიზნესსაქმიანობით დაკავებული ადამიანები. ძირითადად როგორი ბიზნესი და რა სექტორები ინტერესდება ამ პროდუქტით?

ფაქტორინგი ძირითადად გამოიყენება შემდეგ ბიზნეს საქმიანობაში:

  • წარმოება;
  • საბითუმო ვაჭრობა/დისტრიბუცია;
  • მშენებლობა;
  • ჯანდაცვა/ფარმაცევტული კომპანიები;
  • ტრანსპორტირება;

მიუხედავად ძირითადი ბიზნეს სექტორებისა, თუ კომპანია ეწევა რეგულარულად პროდუქციის მიწოდებას ან მომსახურების სერვისს, მაშინ მას შეუძლია გამოიყენოს ეს პროდუქტი ბიზნესის განსავითარებლად.

საინტერესოა ასევე რიცხვები... რამდენი მომხმარებელი სარგებლობს ამ პროდუქტით და რამდენია საერთო პორტფელი?

ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგადად საქართველოში ეს პროდუქტი ბაზარზე ნაკლებად არის პოპულარული სხვა უკვე კარგად ნაცნობ სასესხო პროდუქტებთან შედარებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ტენდენცია, რაც ბოლო წლებში შეიმჩნევა, გვაძლევს პროგნოზის შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ საკმაოდ დიდ ციფრებთან გვექნება საქმე.

ამჟამად, საქართველოში ამ სერვისს მხოლოდ სამი ბანკი სთავაზობს ბიზნესს და FCI-ის (ფაქტორინგის გლობალური წარმომადგენელი) 2019 წლის რეპორტის მიხედვით, ამ პროდუქტის პორტფელმა საქართველოში შეადგინა 137 მილიონი ევრო, რაც წინა წელთან შედარებით არის 398%-იანი ზრდა. ამ ზრდით საქართველო არის ლიდერი როგორც რეგიონში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ბოლო სიახლე რაც ფაქტორინგთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა განახორციელა, არის მისი გაციფრულება. რა შედეგს ელოდებით ამ ნაბიჯით?

პირველ რიგში, ველოდებით რომ ამ პროდუქტის მიმართ უფრო მეტად გაიზრდება ინტერესი და მოთხოვნა. საბრუნავი კაპიტალის შესავსებად ბიზნესი პრიორიტეტს ანიჭებდა საკრედიტო ხაზს ან სესხს, რადგან ფაქტორინგის თითოეული ინვოისის დაფინანსებისთვის ბიზნესის წარმომადგენლებს უწევდათ საბუთების წარმოდგენა და ბანკში ვიზიტი, რაც ამ პროდუქტს ნაკლებად მიმზიდველს ხდიდა.

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და კიდევ უფრო მეტად  მოქნილი ინსტრუმენტების შეთავაზებას განაგრძობს. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

საქართველოს ბანკის მიერ ამ პროდუქტის გაციფრულება არის პირველი ნაბიჯი როგორც ბანკისთვის, ასევე ბაზრისთვის. სამომავლოდ ბანკი გეგმავს ამ პროდუქტის ფარგლებში ცალკეული ინვოისების დაფინანსების პარალელურად, ბიზნესს შეთავაზოს  პორტფელის დაფინანსება (სხვადასხვა დებიტორებთან არსებული მისაღები თანხების საფუძველზე)  და დებიტორული დავალიანების მენეჯმენტის სერვისი, რომელიც ძირითადად გათვლილი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, სტარტაპ კომპანიებისთვის. ამ სერვისით ისინი ეფექტურად შეძლებენ მთლიანი პორტფელის მართვას ელექტრონული პორტალის საშუალებით და არ დასჭირდებათ დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ კომპანიის ლიკვიდობის გაუმჯობესებას.

პარალელურად, ბანკი დაიწყებს მუშაობას სახელმწიფო სტრუქტურებთან იმ მიზნით, რომ კომპანიები, რომლებიც დაკავშირებული არიან სახელმწიფოსთან, ახორციელებენ მათთან პროდუქციის მიწოდებას ან მომსახურებას და შესაბამისად ქმნიან დებიტორულ დავალიანებას, მიიღონ ბანკისგან დაფინანსება. ამ შემთხვევაში მოვიაზრებთ, რომ ყველა მცირე და საშუალო კომპანია იქნება უფრო ლიკვიდური და მოქნილი, რაც მათი წარმატების და განვითარების საფუძველი გახდება.  

ჩვენ გირჩევთ

კომუნიკაციების კომისიამ Caucasus Online-ი 270,000 ლარით დააჯარიმა

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის 40%-იანი წილი გაყიდა

წინა სტატია

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის 40%-იანი წილი გაყიდა
21 აგვისტო, 2020

შემდეგი სტატია

შვიდი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელთა საერთო ღირებულება $7.7 ტრილიონია
22 აგვისტო, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker