შვიდი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელთა საერთო ღირებულება $7.7 ტრილიონია

შვიდი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელთა საერთო ღირებულება $7.7 ტრილიონია

მსოფლიოს შვიდი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის საერთო ღირებულება $7.7 ტრილიონს შეადგენს. როგორც CNN წერს, აღნიშნული კომპანიები საფონდო ბირჟებზე დომინირებენ. ესენია Apple-ი, რომლის ღირებულებაც $2 ტრილიონს აჭარბებს. ასევე მასთან ერთად ბირჟაზე დომინირებს Amazon-ი, Microsoft-ი, Facebook-ი, Alphabet-ი, Tesla და Netflix-ი.

აღსანიშნავია, რომ Nasdaq-ის შვიდივე ლიდერი კომპანია წლის დასაწყისიდან გლობალური პანდემიის მიუხედავად, ზრდას განიცდიდნენ.

ასე მაგალითად, Apple-მა iPhone-ის აპლიკაციებითა და სერვისებით მოთხოვნის სერიოზული ზრდა დააფიქსირა. Microsoft-ი, Amazon-ი და Alphabet-ი დომინირებენ ე.წ ქლაუდ სერვისებით, ასევე სათამაშო და ელექტრონული კომერციით.

რაც შეეხება Facebook-ს, ის სოციალური მედიის პლატფორმებს შორის კვლავ ლიდერია მიუხედავად მის მიმართ გაზრდილი კრიტიკისა. Tesla კი ელექტრომობილების ინდუსტრიაში მეფედ არის წოდებული, ხოლო Netflix-ი სტრიმინგ-სერვისებით მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს.