ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილზეა

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების (Doing Business) 2015 წლის რეიტინგში საქართველომ მე-15 ადგილიდან 24-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს პოზიციის გაუარესება ძირითადად ინდექსის მეთოლოგიაში განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა. ბოლო ორ წელიწადში მსოფლიო ბანკმა აღნიშნული ინდექსის მეთოდოლოგია მნიშვნელოვნად შეცვალა. ბოლო ცვლილებით ინდექსს დაემატა ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: სამშენებლო რეგულაციების ხარისხი, ელექტროენერგიის მიწოდების სანდოობა და სატარიფო პოლიტიკის გამჭვირვალობა, მიწის ადმინისტრირების სისტემის ხარისხი, სამართლებრივი პროცესების ხარისხი.

მსოფლიო ბანკის შეფასებით ბოლო ერთ წელიწადში საქართველომ ბიზნესის კეთების გაიოლების მიმართულებით ორი რეფორმა განახორციელა: შეამცირა სამშენებლო ნებართვის მისაღებად საჭირო დრო და სასამართლოში დანერგა დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის სისტემა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის კეთების რეიტინგს 12 წელია აქვეყნებს მსოფლიო ბანკი და ამ ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი პროგრესი საქართველომ განიცადა.

რეიტინგს სათავეში ისევ სინგაპური უდგას, მეორე-მესამე ადგილებს კი ახალი ზელანდია და დანია ინაწილებენ.

წინა სტატია

მეგაბაიტების მაგნატი
27 October, 2015

შემდეგი სტატია

Tesla-ს საიდუმლო ფორმულა
28 October, 2015
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker