სმარტფონი საქმიანი ადამიანების სამუშაო ადგილად იქცა

სმარტფონი საქმიანი ადამიანების სამუშაო ადგილად იქცა

ადამიანის ცხოვრების უმეტეს ნაწილს, ეს იქნება 11-13 წელი თუ 90 000 საათი, მისი სამუშაო იკავებს. მთელი ცხოვრების განმავლობაში მგზავრობაში გატარებული დრო კი საშუალოდ წელიწადნახევარს მოიცავს.  დღეს ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ, რომელმაც ოფისიდან მუშაობის პარადიგმა შეცვალა: აღმოჩნდა, რომ თუ საჭირო გახდა, მთელ მსოფლიოს შეუძლია ერთდროულად დარჩეს სახლში, შეუერთდეს ინტერნეტს და ისევე ეფექტიანად იმუშაოს სახლიდან, როგორც ოფისიდან. დავრწმუნდით, რომ ყველაზე მთავარი არის პროფესიონალიზმი, ცოდნა და გამოცდილება. ასეთ დროს კი ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს გაჯეტი იკავებს, რომელიც მუდამ თქვენთან იქნება. iPhone 11 Pro: ეს არის ყველაზე ძლიერი სმარტფონი მუშაობისა და ბიზნესის მართვისთვის.

მუშაობისთვის მზადყოფნა ნებისმიერ დროს

ადამიანები სმარტფონებს  დღეში დაახლოებით 300-ჯერ იყენებენ,  ხოლო აქტიური იუზერებისთვისს, ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის ეს დრო დღეში 6-7 საათს შეადგენს. ისინი სმარტფონით ახორციელებენ ზარებს, მუშაობენ დოკუმენტებზე და სხვადასხვა აპლიკაციასა და ინტერნეტს ყველა სახის სირთულის მოსაგვარებლად იყენებენ.

iPhone 11 Pro შესანიშნავად ასრულებს ყველა დავალებას დიდი, OLED ეკრანის და Super Retina ტექნოლოგიის საშუალებით. მოსახერხებელია წერილებისა და დოკუმენტების ნახვა და მუშაობა ასობით საჭირო პროგრამაში დაწყებული Excel-დან  Google-ის დოკუმენტებამდე. App Store-ში თავმოყრილია აბსოლუტურად ყველა პოპულარული აპლიკაცია ბიზნესისა და სხვა საჭიროებებისთვის. ახალი პროცესორის A13 Bionic-ის მეშვეობით, სმარტფონი ყველა დავალებას დაუყოვნებლივ ასრულებს. გარდა ამისა, iOS 13-ს უამრავი თვისება აქვს,  რაც დაგეხმარებათ გახდეთ უფრო პროდუქტიული, იმუშაოთ და შექმნათ კრეატიული პროექტები.

 ყველაზე პოპულარული პროგრამების მოკლე ჩამონათვალი, რომელიც მუშაობისთვის და კომუნიკაციისთვის არის შექმნილი:

  • კომუნიკაცია თანამშრომლებთან: Slack, Telegram, Teams.
  • ვიდეო ზარები: Zoom, Meet, FaceTime, Skype ბიზნესისთვის.
  • პროექტების კოორდინაცია: Basecamp, Trello, Asana.
  • პროექტებზე მუშაობა: G Suite, Pages/Numbers, Office 365 (Word, Excel), Dropbox ბიზნესისთვის (+Papers).

iPhone 11 Pro საქმისთვის საჭირო მილიონობით პროგრამასა და აპლიკაციას მოიცავს, რომელიც AppStore-შია თავმოყრილი. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აღარ გიწევთ ფიქრი სმარტფონის ბატარეაზე, ელემენტის სრულყოფილი დამუხტვა სმარტფონის მუშაობას მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს.

                      

უსაფრთხოება

თქვენი პირადი მონაცემების დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. სწორედ ამიტომ, დაცვის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია –  Face ID საშუალებას გაძლევთ, ეკრანზე თქვენი ერთი შეხედვით მოხსნათ  სმარტფონს ბლოკი და  აპლიკაციებში შეხვიდეთ. Face ID ახლა 30%-ით უფრო სწრაფია და სახეების ამოცნობა უფრო შორიდან და კუთხიდანაც კი შეუძლია. ეს არის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც არასოდეს ცდება და საიმედოდ იცავს თქვენს ინფორმაციას.

Apple-ს ყველა პროდუქტი საიმედოდ არის დაცული და პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა გარეშე პირებს არ აქვთ. ასევე, თქვენ შეგიძლიათ დამატებითი პაროლების დაყენება ყველაზე მნიშვნელოვან აპლიკაციებში შესასველად. iOS 13 – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპერაციული სისტემაა.

ულტრა ფართო კუთხის ხედვა მსოფლიოში

ახალი iPhone 11 Pro Max-ის კამერა სრულყოფილი, პროფესიონალური ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებელს შემდეგ მონაცემებს სთავაზობს:

  • სამ კამერიანი სისტემა 12 მეგაპიქსელით: ულტრა ფართო კუთხე, ფართო კუთხე და ტელეფოტო; ღამის რეჟიმი, პორტრეტის რეჟიმი, 4K ვიდეო მხარდაჭერა – 60 კადრი წამში.
  • 12 მეგაპიქსელიანი True Depth წინა კამერა პორტრეტის რეჟიმში, 4K ვიდეო და ნელი მოძრაობის ვიდეო მხარდაჭერა.

ეს ნიშნავს იმას,  რომ შეგიძლიათ თქვენი სმარტფონით უმაღლესი ხარისხის ფოტო და ვიდეო გადაიღოთ, სმატრფონშივე დაამუშაოთ და მიიღოთ არა უბრალოდ ფოტო, არამედ სრულყოფილი, კრეატიული ფოტონამუშევარი.

სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები

მუშაობის გარდა, ჩვენ ხშირად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს, ვუყურებთ ფილმებსა და სატელევიზიო შოუებს, ვთამაშობთ მობილურ თამაშებსა და ვსწავლობთ ახალ პროგრამებს.

iPhone 11 Pro — საუკეთესო მოწყობილობაა ნებისმიერი ინტერესის მქონე მომხმარებლისთვის.  iPhone 11 Pro Max-ის დიდი, 6.5 დიუმიანი Super Retina XDR ეკრანი ყველაზე მოსახერხებელია Netfix-ის ახალი სერიალების საყურებლად, თქვენ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ საინტერესო ინფორმაციები Twitter-ზე, მოამზადოთ Facebook-ის ახალი პოსტები და გამოიყენოთ Siri-ს უსაზღვრო შესაძლებლობები.

iPhone 11 Pro და Pro Max — ყველაზე ძლიერი საქმიანი სმარტფონებია, რომლებიც ყველანაირად მორგებულია მომხმარებლების მოთხოვნილებებზე. სადაც არ უნდა იყოთ, ისინი ეფექტიან მუშაობასა და დასვენებაში დაგეხმარებათ. ეს ახალი რეალობაა – სმარტფონთან ერთად უფრო მობილური და შეუზღუდავი ხარ.

შეიძინეთ iPhone 11 Pro შემცირებულ ფასად, მხოლოდ Apple-ის ოფიციალურ რესელერებთან:

iSpace, Alta, Elit Electronics, iPlus, iTechnics, iStore.

ფოტო: Cisco