ზაკერბერგმა ვირტუალური რეალობის პროდუქტები ახალი ორგანიზაციის ქვეშ გააერთიანა

ზაკერბერგმა ვირტუალური რეალობის პროდუქტები ახალი ორგანიზაციის ქვეშ გააერთიანა

Facebook-ი ვირტუალური რეალობის ორგანიზაციას სახელს უცვლის. ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაწერა. 
მისივე თქმით, კომპანია ბრენდ Oculus-ის პროდუქტებს ორგანიზაცია Facebook Reality Labs-ის სახელის ქვეშ მოაქცევს. 

“თუ ჩემს საქმიანობას აკვირდებით, გეცოდინებათ, მიმაჩნია, რომ ვირტუალური რეალობა იქნება მომავალი მთავარი კომპიუტერული პლატფორმა, რაც ყველას მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვიგრძნოთ უფრო ახლოს და უფრო ცხადად ერთმანეთი, მაშინაც კი როდესაც ფიზიკურად ერთად არ ვართ. ეს ტექნოლოგიები გვაძლევს არსებობის შეგრძნებას, რასაც სხვა ვერცერთი ეკრანი და პლატფორმა ვერ უზრუნველყოფს“, – დაწერა ზაკერბერგმა. 
მისივე თქმით, 16 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე – Facebook Connect, ამ ცვლილების შესახებ კიდევ უფრო მეტი რამ გახდება ცნობილი. როგორც ცუკერბერგი წერს, იქმნება ახალი პროდუქტები, რასაც ის დაგეგმილ ღონისძიებაზე წარადგენს.