American Airlines-ი 19,000 სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს

ოქტომბრისთვის, ამერიკული ავიაკომპანია American Airlines-ი 19,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს მას შემდეგ, რაც ფედერალური დახმარება ამოიწურება. კომპანიის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო მოგზაურობაზე მოთხოვნა ისევ დაბალია. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ავიაკომპანიას, რომელსაც 140,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, 30 სექტემბრამდე მათი დათხოვნა ეკრძალება, რაც ფედერალური დახმარების პროექტით არის გათვალისწინებული.

არსებული ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს შეატყობინა, რომ მათი დათხოვნა პირველი ოქტომბრიდან დაიწყება, თუმცა აღნიშნული გეგმები, შესაძლოა, შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია სახელმწიფოსგან დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე მსხვილმა ამერიკულმა ავიაკომპანიებმა აშშ-ის მთავრობისგან 25 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 2.2 მილიარდი დოლარით იზარალა.

ჩვენ გირჩევთ

ეროვნული ბანკის რეფორმები სავალუტო ბაზარზე

რა ღირს სწავლა ჰარვარდსა და სტენფორდში – აშშ-ის 10 საუკეთესო კოლეჯის რეიტინგი

ეროვნული ბანკის რეფორმები სავალუტო ბაზარზე

ეროვნული ბანკის რეფორმები სავალუტო ბაზარზე

წინა სტატია

ეროვნული ბანკის რეფორმები სავალუტო ბაზარზე
27 August, 2020

შემდეგი სტატია

Teslas-ს და Apple-ის აქციებზე ფასი, სავარაუდოდ, კიდევ 33%-ით გაიზრდება - ანალიტიკური პლატფორმა
27 August, 2020
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker