GWP 2019 წლის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" (GWP) 2019 წლის აუდიტორული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, სასმელი წყლის მიწოდებიდან კომპანიის შემოსავალი 2019 წელს 2 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 124 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან, ჯამურად GWP-ის შემოსავლები 15.5 მილიონი ლარით არის გაზრდილი და ის 144.9 მილიონ ლარს შეადგენს.

ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიის შემოსავლების ზრდა ძირითადად ელექტროენერგიის გაყიდვაზე მოდის. კონკრეტულად კი 2019 წელს ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 19 მილიონი ლარი იყო, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 6 მილიონ ლარს შეადგენდა.

ჯამურად კომპანიამ 2019 წელს 35.2 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც 2018 წელთან შედარებით 6 მილიონი ლარით მეტია.

ცალკეული მიმართულებების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:
შემოსავალი იურიდიული პირებისთვის სასმელი წყლის მიწოდებიდან - 83 მილიონი ლარი;
შემოსავალი ფიზიკური პირებისთვის სასმელი წლის მიწოდებიდან - 36.8 მილიონი ლარი;
ქსელთან მიერთების მომსახურების საფასური - 3.4 მილიონი ლარი.

რაც შეეხება ძირითად ხარჯებს, კომპანიის სახელფასო ხარჯი 18.3 მილიონი ლარი; ელექტროენერგიის და გადაცემის ხარჯი 12 მილიონი ლარი; ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი 25.7 მილიონი ლარი, სხვა საოპერაციო ხარჯი კი 17 მილიონი ლარი იყო.

GWP-ის შესახებ:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 1997 წლის 25 ივნისს დარეგისტრირდა.

2008 წელს მოხდა კომპანიის პრივატიზაცია და შპს "ჯორჯიან გლობალ იუთილითიზმა“ (ყოფილი "მალტიპლექს ენერჯი ლიმიტედი“) შეისყიდა 100%-იანი წილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისგან.

კომპანიის ძირითად საქმიანობაა წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების შეგროვების მომსახურების გაწევა იურიდიული პირებისთვის და ქალაქ თბილისისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის.

კომპანია ფლობს და ექსპლუატაციას უწევს წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურულ აქტივებს, რომლებიც გამოიყენება წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების შეგროვებისთვის. კომპანია ასევე ფლობს და მართავს ჰიდროელექტროსადგურებს რითაც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის და ღია ბაზარზე გასაყიდად.

კომპანიის საბოლოო მფლობელს “საქართველოს კაპიტალი” წარმოადგენს.

bm.ge

ჩვენ გირჩევთ

ბილ გეითსმა სატელიტური ანტენების კომპანიაში $78 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

TikTok-ის შეძენით Microsoft-თან ერთად Walmart-იც დინტერესდა

ბილ გეითსმა სატელიტური ანტენების კომპანიაში $78 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

ბილ გეითსმა სატელიტური ანტენების კომპანიაში $78 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

წინა სტატია

TikTok-ის შეძენით Microsoft-თან ერთად Walmart-იც დინტერესდა
28 August, 2020

შემდეგი სტატია

ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
30 August, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker