ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5 პროცენტით შემცირდა

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა. ივნისში კლება 7.7% იყო.

7 თვის ჯამში, იანვარ-ივლისში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი -5.8%-ია.

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა. 2020 წლისთვის საქართველოს მთავრობა 4%-ით,  საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი საქართველოს ეკონომიკის 4.8%-ით შემცირებას პროგნოზირებს. გარკვეული ორგანიზაციების პროგნოზით, კლება შესაძლოა -5.5%-მდე იყოს.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები