Twitter-ის CEO: ადამიანები ფიქრობენ, რომ წარმატება ნიშნავს დღეში 20 სთ მუშაობას, ეს ასე არ არის

Twitter-ის CEO: ადამიანები ფიქრობენ, რომ წარმატება ნიშნავს დღეში 20 სთ მუშაობას, ეს ასე არ არის

მოსაზრება, რომ ბიზნესმენებმა წარმატების მისაღწევად ღამეები უნდა ათენონ და არასოდეს აიღონ ერთდღიანი შვებულებაც კი, დრომოჭმულია, – ამის შესახებ Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი რეჟიმი როგორც წესი, ადამიანის „ გადაწვას“ გამოიწვევს.

“მე უფრო ასე მოვიქცეოდი – თითოეულ საათს, ან წუთს უფრო მეტად მრავალმნიშვნელოვანს გავხდიდი, ეს მაქსიმუმამდე გაზრდიდა იმ საათებისა თუ წუთების რაოდენობას, როდესაც მე ვმუშაობ კარგად. ვინაიდან, ჩემი დასკვნით, სამუშაო საათების ზოგადად მაქსიმუმამდე გაზრდა, არ გვაძლევს ხარისხის ზრდას“ , – განაცხადა ჯეკ დორსიმ.

43 წლის მილიარდერმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანები ზედმეტად ურყევი არიან იმის შესახებ, რომ უნდა იმუშავონ მთელი დღე და ღამე, მათ გაუჭირდებათ ყურადღება მიაქციონ, თუ რა ხდება ირგვლივ და მსოფლიოში. “თვითშემეცნება კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც სწორედ წარმატებისკენ გვიბიძგებს“, – აღნიშნა დორსიმ.

“ბევრი ფიქრობს, რომ წარმატება ნიშნავს იმას, თუ მე დღეში 20 საათს ვიმუშავებ და მხოლოდ ოთხ საათს დავიძინებ – როგორც წავიკითხე, ასე იქცევა ილონ მასკი“, – დასძინა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და აღნიშნა, რომ ეს სისულელეა.

ცნობისთვის, მანამ ვიდრე პანდემიის გამო Twitter-ის თანამშრომლები სახლიდან მუშაობას დაიწყებდნენ, დორსისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე დილის 5 საათზე იწყებოდა მედიტაციით. შემდეგ კი ჭიქა ყავით და სამსახურამდე ფეხით მისვლით გრძელდებოდა რომელიც დაახლოებით რვა კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, და რასაც დორსი ერთ საათსა და 20 წუთს ანდომებდა. მისივე თქმით, ის უსმენდა გზაში პოდკასტებსა და აუდიოწიგნებს.

“დილაობით ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მედიტაციით ვკავდებოდი, რითიც ვასვენებდი თავს, შემდეგ ფიზიკური ვარჯიშებით ვაგრძელებდი. შემდეგ კი იწყებოდა შეხვედრები“, – აღნიშნა ჯეკ დორსიმ.

აღსანიშნავია, რომ დორსი გარდა Twitter-ისა, ხელმძღვანელობს ასევე კომპანია Square-ს. ის ორ კომპანიას შორის დღეს ყოფს, დილით Twitter-ს უთმობს დროს, ხოლო შემდეგ Square-ს. დღის ბოლოს კი, დორსი პანდემიამდე მიდიოდა სახლში, ამზადებდა ვახშამს და ისვენებდა.

ჯეკ დორსის ქონება დაახლოებით $8,2 მილიარდს შეადგენს. მან Twitter-ი სამ ადამიანთან ერთად 2006 წელს დააარსა. Square-ი კი 2009 წელს შექმნა. მიმდინარე წლის აპრილში, დორსიმ პირობა დადო, რომ დაახლოებით $1 მილიარდს კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლას მოახმარს. 2016 წელს კი მან Twitter-ის აქციების მესამედი თავის თანამშრომლებს გადასცა.

ტექნოლოგიების სფეროში გადასვლამდე, დორსი სერტიფიცირებული მასაჟისტი იყო და ასევე მოდის სფეროში მუშაობდა.