„დიდი ცვლილების მოხდენა ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“ – ცნობიერების ამაღლების კამპანია გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ

გარემოს დაბინძურება გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ყოველწლიურად გლობალურად, მყარი ნარჩენების რაოდენობა 2.01 მილიარდი ტონით იზრდება. სხვადასხვა გათვლებით, გენერირებული ნარჩენების 40%-თან გამკლავება არაეფექტურად ხდება, რაც უარყოფითად აისახება გარემოზე.

ურბანული ნარჩენების რაოდენობის მკვეთრი ზრდა მეოცე საუკუნეში მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად დაიწყო და ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის მსოფლიო ქალაქებში 3-ჯერ მეტი ნარჩენი იქნება, ვიდრე ეს 2009 წელს იყო.

ურბანული ნარჩენები უარყოფით ზეგავლენას ახდენს გარემოზე და მათი ბიოდეგრადირების პროცესი რამდენიმე ათეულ, რიგ შემთხვევებში კი ასეულ წელს  ითვლის. მაგალითად, პლასტმასის ნარჩენებს დაახლოებით 1000 წელი სჭირდება იმისთვის, რომ დაიშალოს, პლასტმასის შემცველი პარკებს კი 10-20 წელი, რაც შეეხება პლასტმასის ბოთლებს, მათი დაშლისთვის 450 წელი არის საჭირო. ელემენტის ბიოდეგრადაციის პერიოდი 100 წელს ითვლის, მატარებლის ბილეთის კი - ერთ კვირას. ყოველდღიურ ნარჩენებს სიგარეტის ფილტრიც მიეკუთვნება, რომლის დაშლასაც დაახლოებით 15 წელი სჭირდება.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა ერთ მილიარდს უტოლდება. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში გამოკითხულ ზრდასრულ მწეველთა 25% მიიჩნევს, რომ სიგარეტის ნარჩენის ძირს დაგდება მიღებული პრაქტიკაა და ის არ არის გარემოსთვის ზიანის მომტანი ეფექტის შემცველი. მსგავსი ტენდენციის გავრცელების შემთხვევაში მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 10 წელიწადში ოკეანეში იმაზე მეტი სიგარეტის ნარჩენი იქნება, ვიდრე თევზია.

კომპანია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ ინიციატივა „Our World is Not an Ashtray“ გარემოს დაცვისკენ მიმართული კამპანიაა, რომელიც მსოფლიოში სიგარეტის ნარჩენების შემცირებას ისახავს მიზნად.

„ამ პრობლემასთან ბრძოლა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“, - ეს არის იდეა, რომლის გარშემოც ერთიანდება „Our World is Not an Ashtray“-ს კამპანია, რომელიც ამ პრობლემასთან დაკავშირებული ადგილობრივი და საერთაშორისო კამპანიების ხელშწყობას ისახავს მიზნად.

„ფილიპ მორისის“ გუნდს სჯერა, რომ სამყაროში პოზიტიური ცვლილების მოხდენა შესაძლებელია და რომ ეს ცვლილება მცირედით იწყება. სწორედ ამიტომ, კამპანიის მიზანს ზრდასრულ მწეველთა ქცევის შეცვლა წარმოადგენს.

NS

ჩვენ გირჩევთ

იაპონიაში მფრინავი ავტომობილის პროტოტიპს ტესტავენ

Twitter-ის CEO: ადამიანები ფიქრობენ, რომ წარმატება ნიშნავს დღეში 20 სთ მუშაობას, ეს ასე არ არის

იაპონიაში მფრინავი ავტომობილის პროტოტიპს ტესტავენ

იაპონიაში მფრინავი ავტომობილის პროტოტიპს ტესტავენ

წინა სტატია

იაპონიაში მფრინავი ავტომობილის პროტოტიპს ტესტავენ
31 აგვისტო, 2020

შემდეგი სტატია

აფრიკის უმდიდრესი ადამიანი ნიგერიაში $15-მილიარდიან ინვესტიციას გეგმავს
31 აგვისტო, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker