ჩინეთის მიერ დაწესებული ახალი რეგულაცია, სავარაუდოდ, TikTok-ის გაყიდვას გაართულებს

ჩინეთის მთავრობამ დააწესა ახალი რეგულაცია, რომელიც, სავარაუდოდ, TikTok-ის გაყიდვას გაართულებს. საქმე იმაშია, რომ მისი შეძენით უკვე დაინტერესებულია Microsoft-ი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჩინეთის ხელისუფლებამ იმ წესებს გადახედა, რომელიც  უცხოური კომპანიებისთვის ტექნოლოგიური კომპანიების მიყიდვას არეგულირებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეგულაციები ჩინეთის მთავრობას 2008 წლის შემდეგ არ განუახლებია.

როგორც ჩინეთის კომერციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების სამინისტრო აცხადებს, ცვლილებები მიზნად ისახავს „ტექნოლოგიის ექსპორტის მენეჯმენტის ფორმალიზებას” და ”ეროვნული უსაფრთხოების დაცვას”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პოპულარული ვიდეო აპლიკაცია TikTok-ის შეძენით, Microsoft-თან ერთად, Walmart-იც დინტერესდა. TikTok-ს აშშ-ში, დაახლოებით, 100 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაციის სავარაუდო გასაყიდი ფასი 40-50 მილიარდი აშშ დოლარია.

bm.ge

ჩვენ გირჩევთ

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5 პროცენტით შემცირდა

Teslas-ს და Apple-ის აქციებზე ფასი, სავარაუდოდ, კიდევ 33%-ით გაიზრდება - ანალიტიკური პლატფორმა

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5 პროცენტით შემცირდა

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5 პროცენტით შემცირდა

წინა სტატია

Africa’s Richest Man Makes His Biggest Bet Yet – Bloomberg
31 August, 2020

შემდეგი სტატია

ელონ მასკის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა
01 September, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker