ელონ მასკის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

ელონ მასკის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

Tesla-ს დამაარსებელი ელონ მასკი მსოფლიოში რიგით მეხუთე მილიარდერი გახდა, რომლის ქონებამაც ორშაბათის ვაჭრობის შედეგად $100 მილიარდს გადააჭარბა. Forbes-ის მონაცემებით, მასკის ქონება ახლა $102.9 მილიარდს მოიცავს. ეს Tesla-ს აქციების 12.6%-იანმა ზრდამ განაპირობა, რის შედეგადაც პარასკევის შემდეგ მასკის ქონება $10.4 მილიარდით გაიზარდა.

ელონ მასკი ახლა მსოფლიოში რიგით მეხუთე ყველაზე მდიდარი ადამიანია.

ცნობისთვის, მისი ქონება მარტის შუა რიცხვების შემდეგ გაოთხმაგდა. მაშინ ის მსოფლიო მილიარდერების რეიტინგში 31-ე ადგილზე იყო $24.6 მილიარდით.

ელონ მასკი $454 მილიარდის ღირებულების კომპანია Tesla-ს 21%-იანი წილის მფლობელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *