$4 მლრდ მხოლოდ რამდენიმე საათში: Zoom-ის ხელმძღვანელის ქონება რეკორდულად გაიზარდა

$4 მლრდ მხოლოდ რამდენიმე საათში: Zoom-ის ხელმძღვანელის ქონება რეკორდულად გაიზარდა

Zoom-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ერიკ იუანი რამდენიმე საათში $4.2 მილიარდით გამდიდრდა. Bloomberg-ის ცნობით, ორშაბათის ვაჭრობის შედეგად, ვირტუალური შეხვედრების პლატფორმის აქციები 26%-ით გაიზარდა და $410 მილიარდს მიაღწია.

Zoom-ის აქციების ფასი ზრდას განაგრძობს, თუ დღესაც ასე გაგრძელდა, მისი დაფუძნებლის 50 წლის იუანის ქონება $20 მილიარდს გადააჭარბებს. ამჟამად, Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება $14.4 მილიარდს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ Zoom-ი ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარია კორონავირუსის პანდემიის, ვინაიდან ის კარანტინის დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად გამოყენებადი პლატფორმა გახდა როგორც სწავლისთვის, ასევე მუშაობისთვის.

კომპანია ელოდება, რომ წლის ბოლოს მისი გაყიდვები $2.39 მილიარდი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს წინა წელთან შედარებით გაოთხმაგებული რიცხვია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *