Apple და Tesla აქციებს ყოფენ, რას მოიცავს ეს სტრატეგია?

ორმა ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ - Apple-მა და Tesla-მ ორშაბათს აქციების დაყოფა დაასრულეს. რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის? 

როდესაც კომპანია აქციებს ყოფს, მისი საერთო ღირებულება არ იცვლება, თითო აქცია იყოფა და შესაბამისი ფასიც, რაც მყიდველისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომია.

კომპანიის ყველა აქციის გაერთიანებით კი მისი საერთო ღირებულება ითვლება, რაც Apple-ის შემთხვევაში $2 ტრილიონს აღემატება, ხოლო Tesla-ს შემთხვევაში $400 მილიარდს.

მართლაც იზიდავს თუ არა ინვესტორებს ეს სტრატეგია? ამ კითხვაზე პასუხს დუგლას ბონეპართი სცემს, რომელიც Bone Fide Wealth-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. “ეს სტრატეგია უფრო მცირე ინვესტროებს მიიზიდავს, თუმცა საბოლოო ჯამში კომპანიაში არაფერი იცვლება და არც საბანკო ანგარიშზე ისახება არაფრით.”

Apple-ი თავის აქციებს ოთხად ჰყოფს, ხოლო Tesla ხუთად, მაგრამ, ექსპერტები ხალხს ურჩევენ, რომ დაბალმა ფასებმა შეცდომაში არ შეიყვანონ. ეს იმიტომ, რომ თავდაპირველი ფასის მეოთხედად შეძენილი აქციის მეოთხედი არც მოგების გარანტიას იძლევა და არც თავდაპირველი შემოთავაზებისგან განსხვავდება. 

CNBC

ჩვენ გირჩევთ

ელონ მასკის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს ბანკი ექსტრასთან და მასთერქარდთან ერთად ახალ კამპანიას იწყებს

ელონ მასკის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

ელონ მასკის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

წინა სტატია

Apple and Tesla are doing stock splits. Here’s what that actually means to investors
01 სექტემბერი, 2020

შემდეგი სტატია

Apple Preparing 75 Million 5G iPhones Alongside New Watches and iPad
01 სექტემბერი, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker