ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 4 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 4 პროცენტით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისიტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში გასული წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 3.8%-ით გაიზარდა. 2014 წლის ოქტომბერში 171 802 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში კი 178 387 ტურისტი. იანვარ-ოქტომბერში კი ჯამში ტურისტების რაოდენობა 35 403 კაცით, 1.8%-ით გაიზარდა.

ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურიზმთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, ოქტომბერში 7.3%-ით გაიზარდა. 2014 წლის ოქტომბერში 470 160 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში 504 450. იანვარ-ოქტომბერში კი ჯამში ვიზიტორების რაოდენობა 317 750 კაცით, 6.8%-ით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *